"შახტარის" პრეზიდენტი: პირველი ფული ბანქოთი ვიშოვე

AutoSharing Option
"შახტარის" პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა თავისი მძიმე ბავშვობა გაიხსენა და ცხოვრების ფილოსოფიასა და პირველად გამომუშავებულ ფულზე ისაუბრა:

"ღარიბ ოჯახში დავიბადე. ჩვენი ბინის ფართობი 20 კვადრატული მეტრი იყო, სადაც ოთხნი ვცხოვრობდით და იატაკზე გვეძინა. იქ ნახშირის ღუმელი გვქონდა, რომელსაც დილით ვანთებდით. ტუალეტი ქუჩაში იყო.

ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფია - ეს ჩემი ბიზნესის ფილოსოფიაა: ვერ ვიტან სიღატაკეს და ხალხის ტანჯვას. ჩემთვისაც და მათთვისაც წარმატება მინდა. მსურს, ბედნიერი ხალხი დავინახო.

გაგიმხელთ, პირველი კაპიტალი ბანქოს თამაშით ვიშოვე და აი, რას მივხვდი: ბანქო - ეს ტაქტიკა და
სტრატეგიაა, გონების ანალიტიკური წყობა, პრაქტიკული მიდგომა და გამარჯვების უნარი.

ომისას ყველაზე მეტად ჩემი ბიზნესი დაზარალდა. შესაძლოა, ეს ჩემი მხრიდან ცოტა მოკრძალებული ნათქვამი არაა, თუმცა ადამიანებს ნებისმიერ სხვაზე მეტად ვეხმარები და გაჩერებას არ ვაპირებ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველი ფული! ეს დილემაა იმ მილიარდელების უმრავლესობისთვის, ვინც 90-იანებში იშოვა ფული, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ამან, ბანქოშიო ))))))))))))))))))
100%
07:18 09-12-2022
1
ანუ ყომარში ვიშოვეო. ამ მილიონრების ზღაპრებმა პირველ ფულზე ყველა ფანტაზიის საზღვარი მოხსნა
koba
20:08 09-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული