მოგეხსენებათ, 63 წლის სპეციალისტი ამჟამად მადრიდის "რეალს" უდგას სათავეში, "სელესაო" კი ტიტეს წასვლის შემდეგ ახალ თავკაცს ეძებს.
ანჩელოტი არ აპირებს "ბლანკოსი" სეზონის შუაში მიატოვოს, თუმცა ზაფხულში ახალ გამოწვევაზე შესაძლოა, დაფიქრდეს. ბრაზილიელებს პეპ გვარდიოლას ვარიანტიც ჰქონდათ, თუმცა ესპანელმა მანჩესტერ "სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
"სელესაოს" მიზანი 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონობა და ისეთი მწვრთნელის პოვნაა, რომელიც ამ სურვილის ასრულებაში დაეხმარება.