მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა შვეიცარიასთან მოგებულ მატჩში (6:1) რონალდოს ნაცვლად სასტარტოში "ბენფიკას" 21 წლის თავდამსხმელი გონსალო რამუში დააყენა და მან მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი ჰეთ-თრიკი შეასრულა. თუმცა მეოთხედფინალში მაროკოსთან (0:1) თავი ვერაფრით გამოიჩინა.
რამუშის სატრანსფერო ფასი 24 მილიონი ევროა, მაგრამ ლისაბონური კლუბი ზამთარში გაყიდვას არ უპირებს, ხოლო თუ ვინმე კონტრაქტის გამოსყიდვას მოისურვებს, ეს სიამოვნება 120 მილიონი დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ გონსალო გასულ წელს 40 მილიონად იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ მყიდველი არ გამოუჩნდა, ახლა კი პორტუგალიელის სამსახურით
"იუვენტუსი", "მანჩესტერი", "ბაიერნი", "ნიუკასლი", პსჟ და "ვულვერჰემპტონი" არიან დაინტერესებული.
წაგებული მეოთხედფინალიდან სამ დღეში რამუშის სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის სასტუმროს ნომერში შიშველი მასტურბაციითაა დაკავებული. პორტუგალიური მედიის მტკიცებით, ვიდეო ფეხბურთელის გოგონასთვის იყო განკუთვნილი. რამუშმა ვიდეო წაშალა, თუმცა იქამდე მისი ინტერნეტში გადატანა მოასწრეს და სულ რამდენიმე საათში ვირუსული და პორტუგალიაში "ტვიტერის" ტრენდებში ყველაზე მაღალრეიტინგული გახდა. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ რამუშმა ვიდეო გოგონას გაუგზავნა და მან გამოაქვეყნა.
მოკლედ, ის კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში, ოღონდ ამჯერად რეზონანსი მოთამაშის საფეხბურთო უნარებმა კი არა, არამედ ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერმა გამოიწვია.
მოკლედ, ის კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში, ოღონდ ამჯერად რეზონანსი მოთამაშის საფეხბურთო უნარებმა კი არა, არამედ ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერმა გამოიწვია.