"პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა... მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მეგობარი გოგონა ვარ, მაგრამ..." - ჯორჯინამ რონალდოზე, დაღუპულ შვილსა და განვლილ ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა, Elle-თან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პორტუგალიელი საუკეთესო ფეხბურთელია და ის პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა.

"დიახ, მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მეგობარი გოგონა ვარ, მაგრამ ამას ტრაბახით არ ვამბობ. რა თქმა უნდა, ჩვენმა ურთიერთობამ შესაძლებლობა მომცა, ბევრი ოცნება ამესრულებინა, მაგრამ მე ყოველთვის ერთი და იგივე დამოკიდებულება მქონდა ცხოვრების მიმართ, მაშინაც, როცა დამლაგებელი ვიყავი, ან მაღაზიის კონსულტანტი, ან მოდელი.

კრიშტიანო პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა. როდესაც ის დავინახე, მივხვდი, რომ დრო გაჩერდა. არასოდეს მინახავს ასეთი სიმპათიური, ასეთი
ყურადღებიანი მამაკაცი… ის არის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ოდესმე უნახავს ჩემს თვალებს.".

ჯორჯინამ ასევე ცხოვრების მძიმე პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მისი და რონალდოს ტყუპებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. 

"ეს წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი იყო. ყველაზე ბედნიერი მომენტი ყველაზე სევდიანი გახდა. ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე მიგვყვება და რომლის დავიწყებასაც ვერ შევძლებთ.

ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში რაც გამაჩნია. ყოველ ნაბიჯს, რასაც ვდგამ, მათთან არის დაკავშირებული.

მე ვიცი, რომ მე შენნაირი ვარ, რომ როდესაც სახლში მოდიხარ, უბრალოდ გინდა ფეხსაცმელი გაიხადო და კომფორტულად იყო.

ვიცი, რომ რეალობა ზოგჯერ არ არის კეთილი. ვიცი, რომ შენი ცხოვრება შეიძლება ჩემსას არ ჰგავს, მაგრამ რაც არ იცი, არის ის, რომ ჩემი ცხოვრება ზოგჯერ შენსავითაა.

ვიცი, რა არის მარტო და სევდიანად ყოფნა; ვიცი, რას არის მოგება და წაგება, ასევე ვინმეს დაკარგვა", - ამბობს ჯორჯინა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა კომენტარი გაქვს.. რა ტექსტია.. ცოტა ზრდილობა არ შეიძლება? ქალზე ლაპარაკობ? დედამ არ გაგაჩინა?
Aburjga-ს
23 დეკემბერი 2022 00:56
0
ჯორჯიანა რონალდოს "ცანგალა და გოგონაა" - გაიგეთ?
პლეხანოვზე გაზრდილი
22 დეკემბერი 2022 22:39
15
ეს რა ინტელექტ სავსე მეგობარი ჰყოლია
ზაქრო
22 დეკემბერი 2022 22:14
0
ცოლ მქრობა არა მარტო შვილების დაყრა ასე ცხოველებიც კი აჩენენ შვილებს ეს არის ერთმანეთის გვერდში დგომა ჭირ ლხინში ერთმანეთის დახმარება პატივისცემა და არა მონური დამოკიდებულება რაც დღეს არის კაცის და ქალს შორის ქალმა თავის ფუნქცია დაკარგა ასევე კაცმაც ვერ გაიგებ რომელია ქალი ან კაცი
მიხეილი
22 დეკემბერი 2022 21:40
2
მართალია, წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც დილით ისევე გადის სახლიდან და დღის განმავლობაში ისევე მუშაობს როგორც კაცი, მერე ბრუნდება სახლში და იქმეორე ცვლა სამსახური ელის: დალაგება, რეცხვა, საჭმელის გაკეთება, ბავშვები… ამ ყველაფერს ასე 12-1 საათისთვის ამთავრებს და მერე წამებში უნდა გადაიქცეს სექსუალურ არსებად ( ყველა. იცის რომ საშუალოდ თავის მოვლას დამაკიაჟს 30-60 წუთი ჭირდება) და ასე ღამის 2-3 საათისთვის ლოგინში უნდა იყოს საშუალო მაინც… ძვირფასო მამაკაცებო,აბა დაფიქრდით, ძლიერი სქესიო ამბობთ და ქალს საიდანშეიძლება ქონდეს თქვენზე ორჯერ მეტი ენერგია? უბრალოდ დაფიქრდით. გამოუთავისუფლეთ დრო საყვარელ ადამიანებს, მიეცით ფული თავის მოვლისთვის, კომფორტისთვის თუ გინდათ ჯანსაღი უეთიერთობები გქონდეთ. გამორიცხულია ქალი მუშაობდეს, მერე სახლში საქმეს აკეთებდეს და კიდე რამის თავი ქონდეს, გამორიცხულია
ემა
26 დეკემბერი 2022 16:48
0
ილია შენ რა იცი რომ ყველა სუროგატი დედისგან გავს რონალდოს შვილები ამ ქალისგანაც გავს ამ გინდაც ყავდეს რა პრობლემა რა თორემ საქართველოში არ ყავთ სუროგაცით გაჩენილები რა ისე იძახი თითქოს რამე სიახლეა დეიძლება ოფიციალური ცოლი არარის მაგრამ შვილები აჩუქა და ბედნიერება მისცა მთავარი ესა ამ ცხოვრებაში
მიხეილი
22 დეკემბერი 2022 21:36
1
ცოლი ხომ საუკეთესო მეგობარია ქმრის :)
ზურა
22 დეკემბერი 2022 19:15
0
შვილები თორემ შენ გააჩინე? ყველა სუროგატ დედას გააჩენინა.
ილია
22 დეკემბერი 2022 18:46
14
ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან, თუმცა ქართული მედია "ცოლად" იხსენიებს ხშირად
თენგაბის
22 დეკემბერი 2022 17:43
0
ეს ძუძუკურთხეული შავთვალწარბა ქალი ახლაც გოგონაა?! კვეთი გამოღებული აქვს და კიდევ გოგონააო? რას არ გაიგონებს კაცი?!
aburjga
22 დეკემბერი 2022 16:35
14
ასე რამ გაგაბოროტა
.....
23 დეკემბერი 2022 12:34
0
რა ჩემი საქმეა, მაგრამ იქნებ გაირკვეს, მეგობარი გოგონაა თუ ცოლი?
თენგაბი
22 დეკემბერი 2022 14:52
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული