"პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა... მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მეგობარი გოგონა ვარ, მაგრამ..." - ჯორჯინამ რონალდოზე, დაღუპულ შვილსა და განვლილ ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა, Elle-თან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პორტუგალიელი საუკეთესო ფეხბურთელია და ის პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა.

"დიახ, მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მეგობარი გოგონა ვარ, მაგრამ ამას ტრაბახით არ ვამბობ. რა თქმა უნდა, ჩვენმა ურთიერთობამ შესაძლებლობა მომცა, ბევრი ოცნება ამესრულებინა, მაგრამ მე ყოველთვის ერთი და იგივე დამოკიდებულება მქონდა ცხოვრების მიმართ, მაშინაც, როცა დამლაგებელი ვიყავი, ან მაღაზიის კონსულტანტი, ან მოდელი.

კრიშტიანო პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა. როდესაც ის დავინახე, მივხვდი, რომ დრო გაჩერდა. არასოდეს მინახავს ასეთი სიმპათიური, ასეთი
ყურადღებიანი მამაკაცი… ის არის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ოდესმე უნახავს ჩემს თვალებს.".

ჯორჯინამ ასევე ცხოვრების მძიმე პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მისი და რონალდოს ტყუპებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. 

"ეს წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი იყო. ყველაზე ბედნიერი მომენტი ყველაზე სევდიანი გახდა. ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე მიგვყვება და რომლის დავიწყებასაც ვერ შევძლებთ.

ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში რაც გამაჩნია. ყოველ ნაბიჯს, რასაც ვდგამ, მათთან არის დაკავშირებული.

მე ვიცი, რომ მე შენნაირი ვარ, რომ როდესაც სახლში მოდიხარ, უბრალოდ გინდა ფეხსაცმელი გაიხადო და კომფორტულად იყო.

ვიცი, რომ რეალობა ზოგჯერ არ არის კეთილი. ვიცი, რომ შენი ცხოვრება შეიძლება ჩემსას არ ჰგავს, მაგრამ რაც არ იცი, არის ის, რომ ჩემი ცხოვრება ზოგჯერ შენსავითაა.

ვიცი, რა არის მარტო და სევდიანად ყოფნა; ვიცი, რას არის მოგება და წაგება, ასევე ვინმეს დაკარგვა", - ამბობს ჯორჯინა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა კომენტარი გაქვს.. რა ტექსტია.. ცოტა ზრდილობა არ შეიძლება? ქალზე ლაპარაკობ? დედამ არ გაგაჩინა?
Aburjga-ს
00:56 23-12-2022
0
ჯორჯიანა რონალდოს "ცანგალა და გოგონაა" - გაიგეთ?
პლეხანოვზე გაზრდილი
22:39 22-12-2022
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული