პოპულარული მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსი არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლეო მესის სიყვარულში გამოუტყდა.
53 წლის ზეტა-ჯონსმა ხაზი გაუსვა, რომ მის მეუღლეს, 78 წლის მსახიობ მაიკლ დუგლასს, ეს არ აწუხებს.
"მე პსჟ-ს ვგულშემატკივრობ, მიყვარს ფრანგული ენა და ფრანგულად ვლაპარაკობ. ჩემი გული თქვენ გეკუთვნით (ფრანგებს), მაგრამ უნდა გამიგოთ: მესი მიყვარს!
რაც ყველაზე შესანიშნავია - ჩემი მეუღლე ამის წინააღმდეგი არაა. მთელ სახლში ჩემ მიერ გამოკრულ მესის პლაკატებს ყურადღებას არ აქცევს. ძალიან მაგარია!", - წერს კეტრინ ზეტა-ჯონსი სოციალურ ქსელში.