აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი - 2021 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა), ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.

შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.

ნაპოლეონი დაბრუნდაა...
ისევ შენ და ისევ შენ ! კვარაცხელია შენ არ მოგწონს, ქართველი კომენტატორებს ლანძღავ და რუსებს რა აკადრესო ... კორსიკელი ნაპოლეონი რომ არ ხარ, გასაგებია, მარა , რუსი ხარ, ნაპოლეონ, თუ უბრალოდ რუსეთუმე , ასე რომ იზაბები ?! პუტინს რომ შევაგინო გეწყინება?!:) აბა შენა ხარ, რა ! :(((
q
ნაპოლეონის რა გითხრა და იქნებ ვლადიმერ ილიჩი დაგერქმია შენი თავისთვის
SOS!!!
ყოჩაღ ტატო, გილოცავ! სწორედ ამას ჰქვია ბრძოლა! კვლავ მრავალ გამარჯვებას გისურვებ!
ნაპოლეონი
მე მაინტერესებს ამ უზრდელმა კომენტატორებმა როდემდე უნდა წაიყვანონ ძიუდოს რეპორტაჟები.ამ ალექსი ხეპრე დავითაშვილზე ჯვარი აქვთ დაწერილი. . .სამარცხვინო ენი ვართ. . .ანუ რუსს თუ ეჭიდავება ყოველგვარი უზრდელობა მოსულა რეპორტაჟის დროს. . . ოლიმპიადაზე ეს უზრდელები იქნებიან
Svani
შვიდი მოღალატე ორკოციდან ძალიან ბევრია. ერეკლეს ერთიც ეყო... ძალიანაც ვუდ დღეშია საქართველო
გია პაპა
შაირსიტყვითა მესტვირემ, ღმერთი მაღალი ახსენა, ღმერთმა მოგცეს გამარჯვება გრიგალაშვილო არსენა!
ნუგზარ ნუცუბიძე
გილოცავ არსენ- ტატო..გრიგალ-ტორნადო-აბა შენ იცი შენთან ახლოსაც ვერავინ მოვა ..გაიხაროს შენმა გამზრდელმა ოჯახმა..მწვრთნელებმა....ყველამ ვინც გვერდზე გიდგას და უყვარხარ პატივს გცემს..დიდი ხანია გაკვირდები მეც და მთელი ამიერ იმიერ საქართველო....ძალიან შეიცვალედა თან უკეთესობისაკენ ..ახალგაზრდული ამპარტავნული გამოხტომები წარსულს ჩააბარე --დიდი მადლობა ....ამ წუთში ყოველმხრივ შემკობილი სპორტსმენი და რაც კიდე უფრო მნიშვნელოვანია უზადო ადამიანი ხარ..ახალგაზრდებისადმი მისაბაძი პროფესიონალიზმში..შრომისმოყვარეობაში..ტალანტი ბევრ ქაღტველს აქვს მაგრამ..სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა..არ ვიცი..შენ ბუნების ძალამ უხვად დაგასაჩუქრა.......კიდევ დიდხანს შეგიძლია ოლიმპზე ყოფნა....ძალიან ჭირდება ჩვენს ერს შენისთანა ლიდერები....ეს დაიმახსოვრე კარგად ..შენ შემოგყურებთ..დიდი მადლობა რომ იმედებს არ გვიცრუებ....კიდევ ერთხელ გაიხარე!!!!
აქაც ?!
ყველა,ქართველ(!) რუსეთუმეს: - გილოცავთ ტატოს გამარჯვებას ! - რუსეთის ... აი, ეგრე ! - ყველა რუსეთუმე ქართველისა და ანტილაიქის დამწერისაც !!! -------------- სულ ეს იყო !
თენგაბი
მართლა გრიგალია ეს ბიჭი! გილოცავთ ყველას ქართული ნიჭის ზეგამოვლინებას, რომელიც უკვდავია!
ანტილაიქის "შემოქმედს" შეკითხვა არა ავტორისაგან
რა,არ მოგეწონა, პუტინის ხსენება, არბუზოვის გვარის "გადმოქართულება", თუ რუსეთის სულ ცოო..ტათი "ისე რა" ხსენება ?! :( გილოცავ ქართველის განარჯვებას ! :)))
პინკ ფლოიდ
რუსებს რაა
G.LA
გენაცვალე ტატო როგორ გაგვახარე. სიტყვები არ მყოფნის ამ ბიჭზე აღფრთოვანება გამოვხატო. ვენაცვალე შენს გამზდელს ასეთი შრომისმოყვარე რომ გაგზარდეს. გილოცავ და დიდი მადლობა შენ. ❤️
zura222
აუ წაეყვანათ რა ყველა ძირითადი და შეიძლება რეკორდი დაგვემყარებინა 4-5 ოქრო !
zura222
შიდოოო შენიი DDD
ირაკლი
გენაცვალე ლომო! საქართველოს დროშა ფრიალებს მსოფლიო ძიუდოში უმაღლეს მწვერვალზე!
Mgeli
დახოცვა სუყველას!!! ვისაც ქართველი არ ევასება
ვახო...
გილოცავთ! ბრავო ბიჭებს! უდიდესი წარმატებები ოლიმპიადაზეც!
გულშემატკივარი
შენ გენაცვალე ოქროს ბიჭო. ღმერთმა ინებოს ოლიმპიადის ოქრო მოგველოცოს პარიზში. ვულოცავ ტატოს და სრულიად საქართველოს!
Pepelu
ტატოს ყველა მონაცემი აქვს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი გახდეს!!! კარიერას რიმ დაამთავრებს რინერის, იამასიტას და მსგავსი ლეგენდების გვერდით დადგება!!!
ალბათ საქარველოს დროშას ვერ დაბეჭდავთ , მაგრამ ...
daviti
იმრავლე, იხარე, იდღეგრძელე!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!
იკა
ჭრიკიშვილის მერე, ვინმე თუ ასეთი დომინანტი იქნებოდა, არ მეგონა. საოცრებაა ტატო. სასწაული, ფენომენი გვყავს საქართველოს ტატოს სახით.
გულშემატკივარი
გილოცავ ტატო! გილოცავ საქართველო! მესამედ ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონობა ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველადაა! მაგარი ბიჭი გვყავს ტატო! ახლა ოლიმპიადაზეც გაგვახარე და ეგ არის რა!
გიაჯანო
გენაცვალე ქართელო დაგლოცოს უფალმა
მწვრთნელი
გილოცავ ტატო! გოთვერანმა რუსმა წარბი გაგიხეთქა, მაგრამ მაინც დაარჭე ტატამზე!
ალექს
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა,რომ თავის წონაში შოჰეი ონოა, კონკურენტი აღარ ყავს უბრალოდ. თუ შეძლო ასეთი დონის შენარჩუნება რინერსაც შეადარებენ. ბრავო გრიგალ!
ჟორა გაბრიჭიძე
ვულოცავ ტატოს და მთელ საქართველოს. სიტყვის კაცია. თქვა, ამ საოლიმპიადო ციკლში არავის გავახარებო და შეასრულა კიდეც. სრული ბედნიერებისთვის პარიზის ოლიმპიადა გვჭირდება და ისიც მალე იქნება. გიმრავლოს საქართველო ასეთი ვაჟკაცები. დიდება უფალს, რომ ასეთ ვაჟკაცებს გვაძლევს ქართველებს.
Soso
ოლიმპიადამ არ იცის ფავორიტები ღმერთმა იღბალი არ მოაშოროს ამ უდიდეს სპორცმენს და ოლიმპიური ოქრო შემატოს თავის ქვეყანას
Irakli Apkhaidze
გილოცავთ! ყველაფერი ცივსისხლიანად და ორგანიზებულად გააკეთა! წინ ოლიმპიადაა, რისთვისაც დარწმუნებული ვარ არაერთი სასიკეთო სტრატეგია და სიახლე აქვს შემონახული, მასაც და მწვრთნელასაც! წარმატებები ნადირო!
ჯადო
შიგ პუტინში გაუდო საზამთროვს!!!! შენ გენაცვალე, არსენ!!!
საბურთალო
ვერ იზავდა. გაუჭირდებოდა. ჩვეულებრივი მხეცი ხარ, გაიხარე ჯიგარო. მადლობა..............
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
რონალდომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა - პორტუგალიელის საქციელი ფედერაციამ განმარტა
ივან რაკიტიჩმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
19-წლამდე ნაკრები 2 და 5 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდება
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ერთი ინგლისური გრანდიდან მეორეში - სუბიმენდის სამსახურით "ჩელსი" ინტერესდება
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
მეოთხედ იტალიის ნაკრების ისტორიაში - ძმები ესპოზიტოები "სკუადრა აძურას" ისტორიაში შევიდნენ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
რომელ რუს ფეხბურთელს წაიყვანდა პსჟ-ში - საფონოვმა ამ შეკითხვას უპასუხა
დე ლა ფუენტემ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
პირველად 2008 წლის შემდეგ - როგორ დაურღვია პორტუგალიელთა ახალმა მწვრთნელმა რონალდოს შეთანხმება
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] "რუსეთი ოკუპანტია" - თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა რუსი სპორტსმენის დაჯილდოვებისას ჰიმნს უსტვინეს
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
მიხეილ ბექაური ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა