კონფლიქტი წასვლით დასრულდა - ონანამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
26 წლის ასაკში ცნობილმა კამერუნელმა მეკარე ანდრე ონანამ გვაუწყა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის განაცხადში იყო და პირველ შეხვედრაში შვეიცარიასთან ითამაშა კიდეც, შემდეგ კი სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტი მოუვიდა და მოედანს მიღმა დარჩა, ახლა კი ნაკრებში ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

ონანა კამერუნის ნაკრების კარს 2016 წლიდან მოყოლებული იცავდა. ის ამჟამად მილანის "ინტერის" წევრია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული