საბო: ოცნება მაქვს - ჩავსვა პუტინი გალიაში და მთელ მსოფლიოში ვატარო

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ Fanday-სთან განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის გასანაგურებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს და ფიფა და უეფა გააკრიტიკა:

"მათი სამუდამოდ იზოლაციაა საჭირო. თუ თუნდაც 15 წლით იქნებიან დისკვალიფიცირებულები, შემდეგ ახალი თაობა გაიზრდება, ხელში ავტომატს აიღებენ და ისევ დაიწყებენ უკრაინასთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან ომს. უკრაინამ რუსეთის გასანადგურებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. ოკუპანტების უბრალოდ ჩვენი ქვეყნიდან განდევნა საკმარისი არ იქნება. აუცილებელია წავართვათ ბირთვული იარაღი და დავუნგრიოთ ეკონომიკა, რათა 100 წლის შემდეგაც ვერ შეძლონ აღდგენა. სხვანაირად არ შეიძლება
მოხდეს!

უკვე ვთქვი, რომ ოცნება მაქვს - ჩავსვა პუტინი გალიაში და მთელ მსოფლიოში ვატარო. ეს ადამიანი არ არის, რაღაც არსებაა, "კეგებისტი". სუკ-ის თანამშრომლებისთვის ადამიანები არაფერს არ წარმოადგენენ. ის ასიათასობით მობილიზებულს სასიკვდილოდ აგზავნის.

საერთოდ არ მომწონს ფიფასა და უეფას პოზიცია. ამ ორგანიზაციას სათავეში რუსეთს მიყიდულები უდგანან. პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს არ სურს რუსეთთან ჰქონდეს საქმე, ხოლო უეფა ამას მაინც თავისებურად აკეთებს. მიმაჩნია, აქ "გაზპრომის" ფული მოქმედებს.

ცოტა დრო გავა და უეფა დ ფიფა რუსეთს თავიანთ ტურნირებში მონაწილეობის უფლებას დართავენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მათ არ აინტერესებთ, რომ უკრაინაში ხალხი იხოცება. რუსეთის მხარდამჭერები უნდა დაისაჯონ!

ინფანტინო და ჩეფერინი რუსეთისა და სხვა ქვეყნების ფულით ცხოვრობენ. მათ მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთსა და კატარს მიჰყიდეს. სად არის საერთოდ კატარი რუკაზე და უცბად რატომ გადაწყვიტეს მსოფლიოს ჩემპიონატის დეკემბერში ჩატარება?"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გალიაში პუტინის ჩასმის რა მოგკითხო, მაგრამ ბირთვული იარაღი ამ ტერორისტებს მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა ჩამოართვან რამენაირად. წარმოდგენაც არ მინდა, ერთი შიზოიდი დიქტატი მოინდომებს და ნახევარ დედამიწას განადგურების წინშე დააყენებს. რა საჭირო იყო ადამიანების ასე განვითარება თუ კი ნახევარი კაცობრიობა განადგურდება?
G.LA
22:18 24-12-2022
2
მემგონი სენ მოხვდები გალიასი საცოდავო
o o n
11:07 25-12-2022
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული