"მუნდიალზე რონალდოს პოლიტიკური ბანი დაადეს!" - ერდოღანმა კრიშტიანოს მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშებლობის მიზეზებზე ისაუბრა და პორტუგალიელის მომავალი გუნდი დაასახელა

AutoSharing Option
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ერზრუმში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მესისა და რონალდოს შედარება შეუძლებელია, რადგან ამ უკანასკნელს მსოფლიო თასზე პალესტინელების მხარდაჭერის გამო პოლიტიკური ბანი დაადეს.

"მათ გაფლანგეს რონალდოს პოტენციალი. სამწუხაროდ, კრიშტიანოს პოლიტიკური ბანი დაადეს. მისი მსგავსი ფეხბურთელის სათადარიგო სკამზე დასმა და მხოლოდ 30 წუთით თამაშის უფლების მიცემამ ის ფსიქოლოგიურად გაანადგურა და წაართვა ენერგია", - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი ვარსკვლავი:

"მაქვს ინფორმაცია, რომ
კრიშტიანო საუდის არაბეთში გადადის. ის არის ადამიანი, რომელიც პალესტინას უჭერს მხარს. ვის ვთვლი ფეხბურთის მომავლად? - ვფიქრობ, ეს მბაპეა!".

ერდოღანს ასევე ჰკითხეს, დაამშვიდა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფინალის შემდეგ, რაზეც მან უპასუხა, რომ საფრანგეთმაც კარგად ითამაშა და მაკრონს დამშვიდება არ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო პალესტინელებს ხშირად ეხმარება. წარსულში რამაზანის (მარხვის) თვესთან დაკავშირებით ის პალესტინელებს 1,5 მილიონი დოლარით დაეხმარა. რონალდომ 2012 წელსაც "ოქროს ბუცი" აუქციონზე გაყიდა და შემოსული თანხა პალესტინელ ბავშვებს გადაურიცხა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2014 წლის რამაზანის ბაირამზე პალესტინელებს 2 მილიონი დოლარით დაეხმარა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ერდოღანი არაა ის ფიგურა ჰაერში ისროდეს სიტყვებს.
ზოგადად რონის მოუწყვეს შეთქმულება.
არცერთმა ბობოლა კლუბმა არ გაუფორმა კონტრაქტი.
თან როცა ბავარიამ ლევანა დაკარგა და მისი შემცვლელიც დაემტვრა. და ეხლა მიულერი უნდა დავაყენო ცენტრფორვარდადო. კიმენტარი ზედმეტია.
წინა წელს იუნაიტედის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ზურგით ათრია კლუბი და დავიჯერო ასე 6 თვეში დაბერდა და კარში დარტყმა დაავიწყდა?
6
ხოო ახლა კი მჯერა ამას ქართული სისხლი ურევია, "ყველაფერში ერკვევა".DDDDDDDDDDD
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული