"არარაობანი ვართ და შეუძლიათ გადაგვაგდონ" - რუსული ფეხბურთის გააზიატების საკითხი გადაიდო

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომმა ევროპიდან აზიის კონფედერაციაში გადასვლის საკითხის კენჭისყრა ისევ გადაიტანა, ამჯერად 31 დეკემბრისთვის. მიზეზად აუცილებელი კონსულტაციების ჩატარება დაასახელეს.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა განაცხადა, რომ აღმასკომზე აზრთა ერთიანობა არ იყო, ბევრი კითხვაა, მათ შორის, მთავარი - მიიღებენ თუ არა აზიაში და ფიფასა და აზიის კონფედერაციისგან რაღაც გარანტიების მისაღებად პაუზა აიღეს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა გააკეთა:

"ჩვენ უეფასა და ფიფას შანტაჟირების რესურსი არ გვაქვს. საერთო ჯამში, მსოფლიო ფეხბურთში არარაობანი ვართ. არ მგონია,
რომ რუსული ფეხბურთის ჩინოვნიკები უცხოელი კოლეგების დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ შეუძლიათ მოგვატყუონ და გადაგვაგდონ. დღეს აზიაში გადასვლისას ერთს დაგვპირდებიან, ხოლო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ ისევ დაგვადებენ სანქციებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ციტირებს კანჩელსკისს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 7 /
შანტაჟის საშუალება არ გვაქვსო,ფეხბურთშიც ამას ჩივიან!ამათთვის პატიოსნება და წესიერება,უცხო ხილია.
სოსო
28 დეკემბერი 2022 22:18
0
არარაობები- მარტო.ფეხბურთში(?!) ტოტალიტარული-ავტორიტარული რეჟიმებით აზროვნება-გონება შეზღუდუოი-დახშულები ხართ(!),მით მენტალურად შუა საუკუნეებში ჩარჩენილები- შარიკოვი -ს,,აზროვნებით,, (?!) თქვენი ბოღმით სავსე,მით ჭკუასუსტი ბელადი კივის ,,რუსეთს საზღვრები არა აქვს,,-ო(?!), საბჭოთა რუსულ-მონღოლური იმპერიის საზღვრები უნდა აღვადგინოთ-,,ო,ე.ი. მთელი რიგი ერების, ურუსებზე გაცილებით ინტელექტუალური, განათლებული, პასუხისმგებლობის...- უდიდესი ისტორიის მქონეთ- სახელმწიფოების ლიკვიდაცია უნდა მოვახდინოთ-ო(?!),საერთოდ- ,,ლა მანშამდე ურააა- უნდა ვიძახოთ-გავიდეთ,,-ო და თითქმის სრულიად რუსები -ტ ა შ ს უკრავთ, ხარობთ(?!), სპორტული ფედერაციებიდან განდევნა კი არა- თუ დასავლეთმა, ამჯერად მაინც -,,მოსკოვია,,-ს საზღვრებს არ დაგაბრუნათ- თქვენგან- მშვიდობა არასოდეს იქნება,მით ...
- იმ დასავლეთმა - მარტო ბოლო 100 წელიწადში- 2-ჯერ გადაგარჩუნათ; 1941-45 წლებში ,,ლენდლ- ლიზით,, და 1990-ნ წლებში -მარტო მლრდ-ობით საკვები გამოგიგზავნეს, მერე ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე დათანხმდნენ- ფინანსურადა მოგაძლიერეს,მაგრამ -რა მიიღეს;ზიზღი,სიძულვილი, ბოღმა,ომები...ხოდა,ამჯერად-აც თუ არ დ ა გ შ ა ლ ე ს-მინიმუმ 4 სახელმწიფოდ-თქვენგან უარესს მიიღებენ(!)
კახაბერი
28 დეკემბერი 2022 19:31
0
ამბიციური ღორები
27 დეკემბერი 2022 23:53
1
კანჩელსკის, პრობლემის თავი სადაცაა იმაზე უთხარი რუსებს! ფიფა-უეფაზე და აზიის კონფედერაციაზე უსარგებლო ლაპარაკს, მანდ გყავთ ერთი მანიაკი და იმას მიმართეთ.
ჯერ თქვენ შეიგნეთ და მერე მაგას გააგებინეთ, რომ თვითიზოლაციაში მოაქცია მთელი რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით (სპორტი, კულტურა, მეცნიერება და ა.შ.) და ერთადერთი სწორი გამოსავალი ჯარების უკრაინიდან გაყვანა იქნება
სიმართლე
27 დეკემბერი 2022 23:50
1
ესენი ისეთი "უსტრატეგიო" კიტრები არიან ემოციებს არიან აყოლილი უეფას ჯინაზე ეხლა აზიაში გადასვლას ითხოვენ და საბოლოოდ უეფადანაც გაუშვებენ და იმ 2026 წლის აზიის შესარჩევზეც დაბლოკავენ და დარჩებიან ჰაერზე იმის ტვინიც არააქვთ რომ სანამ ეს ომი რაღაც ფორმით მაინც არ დასრულდება აზიის კი არა ოკეანიის რეგიონში არ მისცემენ ოფიციალურ თამაშებს, რა დღეში ჩაგყარად ბაბა საკუთარმა მთავრობამ ამას მტერიც ვერ გაგიკეთებდათ. ვერც ომს იგებთ, სანქციებითაც ლამის სპიჩკის ქარხანაც არ დაგიტოვეს დაუსანქცირებელი, ფაქტიურად ყველა სპორტის სახეობის ოფიციალური ტურნირებიდან მოგკვეთეს, ამას რომელი მტერი გაგიკეთებდაც რაც თქვენმა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა "გაგიჩალიჩათ".
Platos
27 დეკემბერი 2022 23:44
1
მე ერთი რამ ვერ გავიგე,რა მნიშვნელობაა აქვს ევროპაში იქნებიან თუ აზიაში,როცა ქვეყანასააქვს დაწესებული სანქციები და ეკრძალებათ დიდ ფორმებზე გამოსვლა.
კახა ქ.
27 დეკემბერი 2022 23:36
2
ეგ კანჩელსკისიც უკრაინელია და მაგან გამოთქვს უფრო საღი აზრი. რუსები უფო უარესს გაიჩალიჩებენ თვითონ ვიდრე ამას უეფა უკეთებს ახლა. ასეთი უგუნური ხალხი არ მგონია კიდევ იყვნენ. რა გარანტიებს მისცემენ აზიელები? ამ იდიოტებმა ცოტა ისტორია ხომ იციან, რომ მოიგონონ იგივე ფაშისტებმა მოინანიეს და მიიღო მსოფლიომ. მაგრამ საქმე იმაშია ჯერ ვერც დანაშაულს ვერ აღიქვავენ და რატომ გონიათ რომ აზიელები ხელგაშლილები მიიღებენ? დაეტიეთ სანაგვეზე და უფრო ნუ აიყროლებთ გაბანძებულ თავს. მოვა დრო და მიხვდებით მისახვედრს ოკუპანტო კაციჭამიებო.
G.LA
27 დეკემბერი 2022 21:06
2

სიახლეები პოპულარული