მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე გარდაიცვალა

AutoSharing Option
82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი პელე გარდაიცვალა.

მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ქიმიოთერაპიის კურსმა შედეგი ვერ გამოიღო და რამდენიმე დღის წინ ახლობლები საავადმყოფოში გამოემშვიდობნენ.

პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ერთადერთი ფეხბურთელია (1958, 1962, 1970). ის "სანტოსისა" და ნიუ-იორკის "კოსმოსის" ღირსებას იცავდა.

პელე ნეიმართან ერთად ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია (77 გოლი). მან მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მათ შორის, 3 ფინალში, გამარჯვების მომტანი.

პელე ფიფას, World Soccer-ისა და France Football-ის ვერსიით XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის მიერ - XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
შეიძლება იდავონ კიდე დიდი დრო..ეს თუ მარადონა ან მესი..მაგრამ ამ კაცმა ეპოქა შექმნა..გარდა იმისა რომ საოცრად ტექნიკური იყო..მე არ მინახაბს მაგის თამაშები..მაგრამ 66 ისე დალეწეს ეგ რო არა..მაგ წელსაც აიღებდა..სრულყოფილი იყო და ყველა დროის გუნდში ითამაშებდა
კიეზა
15:45 30-12-2022
1
პელეს სიდიადეზე უამრავი ეპიზოდია, რომლებსაც ყველგან გაიხსენებენ. ერთერთს მეც - 1966 წ.ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ჯგუფში მყოფი ბულგარეთის, უნგრეთის და განსაკუთრებით პორტუგალიის ფეხბურთელები უმოწყალოდ ურტყამდენ (არამარტო ფეხებში) პელეს. პორტუგალიასთან საერთოდ ოფიციალურად დაამტვრიეს, მაგრამ რადგან მაშინ ფეხბურთელის შეცვლა არ შეიძლებოდა, პელე მოედანზე დარჩა - არათუ ვერ თამაშობდა, ძლივს გადაადგილდებოდა და კომენტატორმა თქვა - პელე ცალ ფეხზე დგას და მაინც დარაჯობენო ............... დიდება და 100 ურემი ნათელი პელეს სულს
ზურა
13:11 30-12-2022
0

სიახლეები პოპულარული