მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე გარდაიცვალა

AutoSharing Option
82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი პელე გარდაიცვალა.

მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ქიმიოთერაპიის კურსმა შედეგი ვერ გამოიღო და რამდენიმე დღის წინ ახლობლები საავადმყოფოში გამოემშვიდობნენ.

პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ერთადერთი ფეხბურთელია (1958, 1962, 1970). ის "სანტოსისა" და ნიუ-იორკის "კოსმოსის" ღირსებას იცავდა.

პელე ნეიმართან ერთად ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია (77 გოლი). მან მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მათ შორის, 3 ფინალში, გამარჯვების მომტანი.

პელე ფიფას, World Soccer-ისა და France Football-ის ვერსიით XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის მიერ - XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი.ფეხბურთი მეფე.1965 წელს ვნახე პირველად მისი თამაში მოსკოვში,შემდეგ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.90 წლის კაცი ვარ.მერწმუნეთ პელეს შემდეგ მასეთი სრულყოფილი ფეხბურთელი არ მინახავს.გაანათლოს მისი სული ღმერთმა.
დუდუ
23:58 29-12-2022
0
ძალიან სამწუხაროა! აღარც მარადონა აღარც პელე. ((
დავით 67
23:31 29-12-2022
0

სიახლეები პოპულარული