"მაშინ პელემ აღთქმა აპარეციდას ღვთისმშობლის წინაშე დადო" - ფრაგმენტი პელეს ცხოვრებიდან

AutoSharing Option
გთავაზობთ ფრანგმენტს პელეს ცხოვრებიდან:

"ედსონ არანტუს დუ ნასიმენტუ 1940 წელს ტრეს-კორასოინსში დაიბადა, მინას-ჟერაისის შტატის ღარიბ ქალაქში, სადაც ელექტროენერგია რამდენიმე თვეში ერთხელ თუ შემოეხეტებოდა ხოლმე. ბედის ირონიაა, რომ მას სახელიც ელექტრიფიკაციის სფეროში დიდებული ამერიკელი გამომგონებლის, ტომას ედისონის პატივსაცემად შეურჩიეს, თუმცა შემოქმედებითმა ბრაზილიურმა რეესტრმა მისი სახელიდან ასო "ი" ამოიღო და ასე ეწოდა ედსონი ბიჭს, რომელმაც ფეხბურთისადმი სწრაფვა პირველად სამხრეთით, სან-პაულუს შტატის ქალაქ ბაურუში გამოავლინა.

პაწაწინა ედსონმა ერთხელ იხილა, როგორ ქვითინებდა მამამისი იმ დღეს, როცა ბრაზილიამ ურუგვაის წინააღმდეგ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სტადიონზე დათმო
მუნდიალის ფინალური შეხვედრა ანგარიშით 1:2 და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში "მარაკანაზოს" სახელით დრამატული ფურცელი დაწერა.

პელემ, რომელიც ჯერ კიდევ არ გახლდათ "პელე", აღთქმა დადო ბრაზილიის მფარველის, აპარეციდას ღთისმშობლის წინაშე: "მე მოვიგებ ტიტულს მამა დონდინიოსთვისა და მთელი ბრაზილიისთვის".

აღთქმა წინასწარმეტყველური აღმოჩნდა...

დღეს მთელი სამყარო პელეს გლოვობს, კაცს, რომელმაც შეცვალა მთელი თავისი ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორია და სამყაროს აჩუქა ლამაზი ზღაპარი ყველაზე დიად საფეხბურთო ნომერ 10-ზე.

ყველაფერი კი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო.

17 წლის პელე, მიუხედავად ერთი შეხედვით შეუფერებელი, ზედმეტად ახალგაზრდული ასაკისა, ფეოლამ შვედეთის მუნდიალზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაში ჩაწერა, ხოლო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ფიფაში ფეხბურთელთა სიის გაგზავნისას ნომრების მითითება გამორჩათ.

სამწვრთნელო შტაბმა ყოველგვარი კრიტერიუმის დაცვის გარეშე გადაწყვიტა ფეხბურთელებისთვის ნომრები ჩამოერიგებინა. ჟილმარმა 3-ნომრიანი მაისურა აირჩია, გარინჩამ 11, დიდიმ 6. პელეს 10-ნომრიანი მაისური ერგო და სწორედ აქედან დაიწყო ყველაზე ცნობილი ნომრის მომნუსხველი, დიადი ისტორიაც, რომელიც დღემდე გრძელდება..."

წყარო: Football's Greatest

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ის, მეტი იყო ვიდრე ფეხბურთი! მშვიდად განისვენე ფეხბურთის მეფევ!
ვახო...
30 დეკემბერი 2022 20:22
0
დაიწერა უკვე...
ბათუმელი
30 დეკემბერი 2022 20:14
0
სიომა ბარქაია გარდაიცვალა. ალბათ არ გსმენიათ თორემ დაწერდით რამეს!
The
30 დეკემბერი 2022 17:43
1
დიდება მის სულს. ერთად ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შესვენებაზე, მწვრთვნელის დარიგება არ სჭირდებოდა. ასე ამბობდა სიომაზე, "დინამოს", ცნობილი მწვრთვნელი, გავრილ კაჩალინი.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
30 დეკემბერი 2022 23:42
0
da
30 დეკემბერი 2022 17:20
0
პელეს მუზეუმში ქ. სანტოსში ვარ ნამყოფი.. სიმართლე გითხრათ გაოგნებული დავრჩი ისეთი სიფარჩაკე ვნახე.. ძველ ქალაქის ცენტრში მიგდებული ჩამონგრეული შენობა შარდის სუნი და პრასტიტუკები გარშემო.
სინამდვილეშეი პელეს ფეხებზე ეკიდა არამარტო თავისი ქალაქი (რომელში არ დაიბადა მარა გაიზარდა და საფეხბუფრტო კარიერა გაიეკთა) არამედ თავისი მუზეუმიც კი.. ქალაქმა რაც გაუკეთა ეგ იყო.
ანალოგიურად არის ნეიმარიც, რომელიც ასევე სანტოსიდან არის, და იოტისოდენაც არ გაუკეთებია არც ქალქისთვის არც იმისთვის რომ მომავალი თაობები თავის კვალს გაყვნენ.

Corintiano
30 დეკემბერი 2022 17:18
8
ამაზე არ არის საუბარი, პელეს მუზეუმში ნამყოფო მეგობარო. აქ საუბარია იმ განუმეორებელ ტალანტზე, რომელსაც პელე ეწოდებოდა. აქ საუბარია იმ დიდ ნიჭზე, რაც პელეს ჰქონდა. 16 წლისა ბრაზილიის ნაკრებში, 17 წლისა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მსოფლიოს ჩემპიონი, მაშინ როდესაც მსოფლიო გაჯერებული იყო საუკეთესო ფეხბურთელებით. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. მეოთხედ აუცილებლივ გახდებოდა, რომ ჩემპიონატის დასაწყისში არ დაემტვრიათ. ფეხბურთელი, რომელიც ერთიანად კარგად, თამაშობდა, კარშიც, დაცვაშიც და თავდასხმაში ხომ უბადლო იყო. სახელმწიფომ კაცს სიკვდილამდე, ოქროს კუბო გაუმზადა. აი ამ ფეხბურთელზეა საუბარი.
ფეხბურთის გულშემატკივარი .
31 დეკემბერი 2022 00:02
0
მადლობა ფეხბურთისათვის!!!
შალვა 73
30 დეკემბერი 2022 15:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული