"მაშინ პელემ აღთქმა აპარეციდას ღვთისმშობლის წინაშე დადო" - ფრაგმენტი პელეს ცხოვრებიდან

AutoSharing Option
გთავაზობთ ფრანგმენტს პელეს ცხოვრებიდან:

"ედსონ არანტუს დუ ნასიმენტუ 1940 წელს ტრეს-კორასოინსში დაიბადა, მინას-ჟერაისის შტატის ღარიბ ქალაქში, სადაც ელექტროენერგია რამდენიმე თვეში ერთხელ თუ შემოეხეტებოდა ხოლმე. ბედის ირონიაა, რომ მას სახელიც ელექტრიფიკაციის სფეროში დიდებული ამერიკელი გამომგონებლის, ტომას ედისონის პატივსაცემად შეურჩიეს, თუმცა შემოქმედებითმა ბრაზილიურმა რეესტრმა მისი სახელიდან ასო "ი" ამოიღო და ასე ეწოდა ედსონი ბიჭს, რომელმაც ფეხბურთისადმი სწრაფვა პირველად სამხრეთით, სან-პაულუს შტატის ქალაქ ბაურუში გამოავლინა.

პაწაწინა ედსონმა ერთხელ იხილა, როგორ ქვითინებდა მამამისი იმ დღეს, როცა ბრაზილიამ ურუგვაის წინააღმდეგ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სტადიონზე დათმო
მუნდიალის ფინალური შეხვედრა ანგარიშით 1:2 და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში "მარაკანაზოს" სახელით დრამატული ფურცელი დაწერა.

პელემ, რომელიც ჯერ კიდევ არ გახლდათ "პელე", აღთქმა დადო ბრაზილიის მფარველის, აპარეციდას ღთისმშობლის წინაშე: "მე მოვიგებ ტიტულს მამა დონდინიოსთვისა და მთელი ბრაზილიისთვის".

აღთქმა წინასწარმეტყველური აღმოჩნდა...

დღეს მთელი სამყარო პელეს გლოვობს, კაცს, რომელმაც შეცვალა მთელი თავისი ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორია და სამყაროს აჩუქა ლამაზი ზღაპარი ყველაზე დიად საფეხბურთო ნომერ 10-ზე.

ყველაფერი კი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო.

17 წლის პელე, მიუხედავად ერთი შეხედვით შეუფერებელი, ზედმეტად ახალგაზრდული ასაკისა, ფეოლამ შვედეთის მუნდიალზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაში ჩაწერა, ხოლო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ფიფაში ფეხბურთელთა სიის გაგზავნისას ნომრების მითითება გამორჩათ.

სამწვრთნელო შტაბმა ყოველგვარი კრიტერიუმის დაცვის გარეშე გადაწყვიტა ფეხბურთელებისთვის ნომრები ჩამოერიგებინა. ჟილმარმა 3-ნომრიანი მაისურა აირჩია, გარინჩამ 11, დიდიმ 6. პელეს 10-ნომრიანი მაისური ერგო და სწორედ აქედან დაიწყო ყველაზე ცნობილი ნომრის მომნუსხველი, დიადი ისტორიაც, რომელიც დღემდე გრძელდება..."

წყარო: Football's Greatest

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ის, მეტი იყო ვიდრე ფეხბურთი! მშვიდად განისვენე ფეხბურთის მეფევ!
ვახო...
20:22 30-12-2022
0
დაიწერა უკვე...
ბათუმელი
20:14 30-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული