"დორტმუნდი" ბელინგემის სანაცვლოდ 140 მილიონ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" ჯუდ ბელინგემის შეძენა სურს. ესპანური As-ის ცნობით, "დორტმუნდი" დარწმუნებულია, რომ ინგლისელი ზაფხულში გუნდის შეცვლას მოინდომებს. ამიტომ "ბლანკოსს" მოთამაშის ფასიც დაუსახელა.

წყაროს მტკიცებით, "ყვითლები" 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 140 მილიონ ევროს მოითხოვს. ბელინგემის შეძენა "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს" და მადრიდის "რეალს" სურთ, მისთვის ბრძოლაში კი ფავორიტად "სამეფო კლუბი" ითვლება.

ამ სეზონში ახალგაზრდა ინგლისელმა ყველა ტურნირზე ჯამში 22 მატჩი ჩაატარა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მატჩში 1 გოლისა და ამდენივე საგოლე
პასის შესრულება შეძლო.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
ამის ნახევარიც არ ღირს. მეტი დააფასონ არავინ რომარ იყიდოს.
არა რუსეთს
05 იანვარი 2023 19:02
0
ესეც სანჩო იქნება მეორე გარეგნობითაც ჰგავს
nika
05 იანვარი 2023 17:19
0
ბერიძემ და ფიფიამ გიჟია დორტმუნდის პრეზიდენტიო)))
გიუშა
03 იანვარი 2023 05:45
1

სიახლეები პოპულარული