რონალდო საუდის არაბეთში ჯორჯინასთან ერთად ვერ იცხოვრებს? - როგორია ადგილობრივი სამეფოს კანონმდებლობა

AutoSharing Option
საუდის არაბეთის კანონით, "ალ ნასრის" ახალწვეულ კრიშტიანო რონალდოს ამ ქვეყანაში თავის მეგობარ გოგონა ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ცხოვრება არ შეუძლია.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელსა და არგენტინელ-ესპანელ მოდელს დიდი ხანია ურთიერთობა აქვთ, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, საუდის არაბეთის კანონი კი ასე მამაკაცისა და ქალის თანაცხოვრებას კრძალავს.

მიუხედავად ამისა, კრიშტიანოს ჯორჯინასთან ერთად ყოფნაში ხელს არ შეუშლიან. ესპანურ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს EFE-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ხელისუფლება ამ ფაქტზე "თვალს დახუჭავს". 

"მიუხედავად იმისა, რომ სამეფოს კანონები კვლავ კრძალავს თანაცხოვრებას საქორწინო კონტრაქტის გარეშე, ხელისუფლებამ ახლახან დაიწყო "თვალის
დახუჭვა" და აღარავის სდევნის.

ეს კანონი მაშინ გამოიყენება, როდესაც არის რაიმე პრობლემა ან დაშაული", - ამბობს ანონიმური წყარო.

კიდევ ერთმა ადვოკატმა EFE-ს უთხრა, რომ დღეს საუდის არაბეთის ხელისუფლება ემიგრანტების მიმართ ამ საკითხში აღარ ერევა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას კრძალავს. 

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრში" ტრანსფერზე დამატებითი საინტერესო დეტალი ხდება ცნობილი.

მის პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში 1 მილიარდი ადამიანით მეტმა მიადევნა თვალი, ვიდრე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.

ჟურნალისტ პედრო სეპულვედას ცნობით, პორტუგალიელის პრეზენტაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 40 ტელევიზია გადასცემდა და მას 3 მილიარდი ადევნებდა თვალს, მუნდიალის ფინალს კი - 2.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხოლო როგორც არაბული ყურან-ყაბუსნამე მე-5 პარაგრაფის ა-ქვეპუნქტში გვამცნობს: ჰკითხა რონალდომა ჯორჯინასა, ვაართ ჩვენ ტრუსიკის ძმაკაცები თუ არაო? რაზედაც ჯორჯინამ უპასუხა, მაშა, ვაართ ძმაო, აბა არა ვართო. კისერზე ხალი ხომ არ გაქვსო, ჩაეკითხა რონალდო. მააქვსო. ხოდა, მოდი აქ დაჯეეექ ქალოოო, ჩემო ძმა და მეგობაროო.))
გელა ნუგზარაშვილი
06 იანვარი 2023 16:21
36
ოჰო გამოვიდა ვიღაც მჭევრმეტყველი და ალაპარაკდა რელიგიაზე. ფსალმუნის 109:1 რომ წერია ,,უთხრა უფალმა ჩემს უფალს,, რომელმა უფალმა რომელს ? ხომ ვერ განმარტავდი მაგასაც.
ნ.პ.გ.
06 იანვარი 2023 15:19
15
ბიბლია უნდა წაიკითხო, ისე ვერ გაიგებ... უფალმა შემოქმედმა, მის ძეს, რომელიც თავდაპირველად იყო მამის წიაღში. იოანეს სახარება, თავი 8:
56. აბრაამს, მამათქვენს, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა“.

57. უთხრეს მას იუდეველებმა: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“

58. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“.

59. მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან.

თავდაპირველად იყო სიტყვა (იესო), სიტყვა (იესო) იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი (იოანეს სახარება, თავი მეათე: 30. მე და მამა ერთი ვართ.)
თუ მჭევრმეტყველი ვარ რა არის ამაში ცუდი?
ლაშა
06 იანვარი 2023 16:46
3
ისე შენც არა გიშავს რაა....
ლაშას
06 იანვარი 2023 14:46
7
სირცხვილია ქრისტიანს მორალს რომ წაგიკითხავენ, მაგრამ ესაა პარადოქსი. ვერშემდგარი სოციალიზმიდან მეოცნებე კომუნიზმზე, ფაშიზმგამოვლილი ლიბერალური ფასეულობები, როდესაც სინდისის თავისუფლება ყველა პროგრესულად მოაზროვნისთვის კრედოა და რელიგიურ დოგმებზე მაღლა იდეოლოგია დგას წასულია ასეთი თვითმკვლელი კაცობრიობის საქმე!
ჭეშმარიტება (მართლმადიდებელი ეკლესია) ერთია და არც გრძნობა-ემოციამ, არც იდეოლოგიამ არ უნდა დაამახინჯოს იგი, თორემ დასრულდება ყველა იდეოლოგია მის ფერხთ ქვეშ, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს ფსალმუნში 109:1
"უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ."
ლაშა
06 იანვარი 2023 13:40
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული