მესისა და რონალდოს გარეშე - ვან ბასტენმა მისი აზრით, ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა მისი აზრით, მსოფლიოს ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

"პელე, დიეგო მარადონა და იოჰან კრიუფი - ეს სამი ფეხბურთელი ისტორიაში საუკეთესოა.

მაგრამ არ დამავიწყდება კრიშტიანო რონალდო, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი... ლიონელ მესი ასევე შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ მარადონას ყოველთვის ჰქონდა მეტი გავლენა, ქარიზმა გუნდში", - ციტირებს ვან ბასტენს France Football.
მკითხველის კომენტარები / 9 /
პელე რა მაგის თაობის ფეხბურთელია. რავი მე მარადონას თამაშები კარგად მახსოვს. ხარივით იბრძოდა მაგრამ მესიც და რონალდოც ფასდაუსებლები არიან
ჭორლეონე
21:20 09-01-2023
1
რას ერჩით.კაცი თავისი ეპოქის ხალხს ასახელებს და ვერც გაამტყუნებ.ისე სად იყო მესი ლივერპულში ან რომში როცა მისი გუნდი სამბურთიან უპირატესობებს ანიავენდა?ზედიზედ ორ სეზონში თან.სწორედ ამას გულისხმობს მარკო.ახსოვს ისტორიას ჩემპიონი რომლის სასარგებლოდაც 7 თამაშში 5 პენალტი დანიშნეს?
Master
12:25 09-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული