მესისა და რონალდოს გარეშე - ვან ბასტენმა მისი აზრით, ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა მისი აზრით, მსოფლიოს ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

"პელე, დიეგო მარადონა და იოჰან კრიუფი - ეს სამი ფეხბურთელი ისტორიაში საუკეთესოა.

მაგრამ არ დამავიწყდება კრიშტიანო რონალდო, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი... ლიონელ მესი ასევე შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ მარადონას ყოველთვის ჰქონდა მეტი გავლენა, ქარიზმა გუნდში", - ციტირებს ვან ბასტენს France Football.
მკითხველის კომენტარები / 9 /
პელე რა მაგის თაობის ფეხბურთელია. რავი მე მარადონას თამაშები კარგად მახსოვს. ხარივით იბრძოდა მაგრამ მესიც და რონალდოც ფასდაუსებლები არიან
ჭორლეონე
09 იანვარი 2023 21:20
1
რას ერჩით.კაცი თავისი ეპოქის ხალხს ასახელებს და ვერც გაამტყუნებ.ისე სად იყო მესი ლივერპულში ან რომში როცა მისი გუნდი სამბურთიან უპირატესობებს ანიავენდა?ზედიზედ ორ სეზონში თან.სწორედ ამას გულისხმობს მარკო.ახსოვს ისტორიას ჩემპიონი რომლის სასარგებლოდაც 7 თამაშში 5 პენალტი დანიშნეს?
Master
09 იანვარი 2023 12:25
1
ჰოლანდიელები მაგარი დაბოღმილები არიან არგენტინაზე )).
რაც შეეხება კრუიფს, როგოც მწვრთნელმა გააკეთა ახალი ფეხბურთში და არა როგორც მოთამაშემ (ასევე გვარდიოლამ), ამიტომ მარტო გავრცელებულ აზრებს ზეპირად ნუ იმეორებთ, ცოტა გაერკვიეთ.
...
09 იანვარი 2023 05:07
10
მარადონა ჰოლანდიელია?
საბა
09 იანვარი 2023 10:31
0
ყველა ყველა და მაგ ამბავში რონალდუს რა უნდა, როცა რონალდოზე ხმას არ იღებ?
მარკოს
08 იანვარი 2023 23:25
3
W-ს

თავი დაანებეთ ასეთ სულელურ აზრების ფრქვევას. იმ პერუს ბრაზილიამ 3-0 მოუგო არგენტინას 4-0 ყოფნიდა და რატომ ვერ უნდა მოეგო? ის არგენტინა იმ შემადგენლობით კემპესი, არდილსი, ლუკე, ბერტონი, პასარელა, ტარანტინი თავისი დიდებული მწვრთნელით მენოტით ამ არგენტინას გადაუვლიდა თვაისი მესით. მსოფლიოს გაყიდვას როგორი ლოგიკით ხედავთ საკითხავია. იმ არგენტინის შემყურეს ყველას შეუყვარდებოდა ფეხბურთი და სირცხვილია მათი ამოსვრა ჭორაობით.
G.LA
08 იანვარი 2023 20:30
0
25 წლის წინ,ვან ბასტენის არჩევანზე,მეც ხელს ავწევდი.პელე და მარადონა ულაპარაკოდაც ყველასათვის გასაგებია,კრუიფმა კი,ფეხბურთი შეცვალა.მას მხოლოდ დი სტეფანო უწევდა კონკურენციას,ფეხბურთში ცვლილებაზე და კიდევ ბეკენბაუერი.დღეის გადმოსახედიდან,უკვე მესიც სამეულის წევრად მიმაჩნია,რადგან უკვე ისიც გააკეთა,რასაც აქამდე მის ერთადერთ ნაკლად მოიხსენიებდნენ.გახდა ნაკრების ბელადი და ნაკრებს მოაპოვებინა ჯერ ამერიკის,შემდეგ კი,მსოფლიოს ჩემპიონობა.კრუიფმა ერთხელ ეს ვერ შესძლო და ვერცხლის მედალს დასჯერდა,მეორედ კი,საერთოდ უარი განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლაზე.ჰოლანდიამ უმისოდ ფინალში გააღწია და ის რომ ჰყოლოდათ,ვინ იცის,ჩემპიონობაც ეზეიმათ.
სოსო
08 იანვარი 2023 16:40
4
დუბლივეს.არგენტინის ჩემპიონობა წინასწარ იყო გადაწყვეტილი?!ძირითადის ბოლო წუთზე,ჰოლანდიელებმა ძელს მოარტყეს ბურთი,რომ გასულიყო,მსაჯი არ ჩათვლიდა?ან დამატებით ტაიმებში როგორც არგენტინელებმა ითამაშეს,მათი დამარცხება ვინმეს ან რამეს შეეძლო?არასოდეს დამავიწყდება ის დამატებითი ტაიმები,როგორი შთაგონებით ითამაშა არგენტინამ და ასეთი დონის თამაში,მას შემდეგ,აღარც არავისგან მახსოვს.ლუკეს,ბერტონის,კემპესის ზღაპრული დრინლინგები,წინასწარ გადაწყვეტილი იყო?ან კემპესი რომ გაფრინდა და ბრწყინვალე მეკარის სტილში,ცხრიანიდან გამოაძრო ბურთი,მეკარემ კი,პენალტი მოიგერია,დადგმული იყო?)თუმცა ეს ფინალში არ ყოფილა).არგენტინაში ხუნტა მართავდა მაშინ და მათი ხელით დაღუპულების ხსოვნის აღსანიშნავად,კარის ძელების დაბლითა ნაწილი,მუშებმა,შავად შეღებეს,ვითომ შემთხვევით მოგვივიდაო,ფეხბურთელები თავისი ხალხისათვის თამაშობდნენ,რომ პატარა სიხარული მაინც ეჩუქებინათ!ფინალისათვის საყურებლად მოჩქარე გაეტანო ლუკეს ძმა,ავარიაში დაიღუპა და ლუკემ,გუნდმა,ეს გაიგო,მათი გამჩერებელი,ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო?შეუძლებელი იყო და ვერც შეაჩერეს.
სოსო
09 იანვარი 2023 17:18
0
1978-ში ჰოლანდიას შანსი არ ქონდა არგენტინის ჩემპიონობა წინასწარ იყო გადაწყვეტილი. გაიხსენეთ ჯგუფიდან როგორ გავიდა პერუსთან 6-0 მოგება.
w
08 იანვარი 2023 18:54
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული