"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი

AutoSharing Option
El Periodico ეჭვობს, რომ "ბარსელონას" ყოფილი ხელმძღვანელები - პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ, აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ და იურიდიული განყოფილების დირექტორი რომან გომეს პონტი, პრესაში ფეხბურთელების კონტრაქტების მონაცემების გაჟონვაში მონაწილეობდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა წერილი, რომელიც პონტიმ 2020 წლის მარტში ბარტომეუს გაუგზავნა და გუნდის სახელფასო განაკვეთის შესამცირებლად რადიკალური ზომების მიღებისაკენ მოუწოდა. მან ბარტომეუ მესისადმი ფავორიტიზმის გამო გააკრიტიკა:

"ბარტო, არ შეიძლება ასე კარგად მოექცე ამ კანალიზაციის ვირთხას! კლუბმა მას ყველაფერი მისცა, მან კი ტრანსფერების დიქტატურა დაამყარა, კონტრაქტების და სპონსორების...

მან თავი შანტაჟსა და უხეშობას
მიუძღვნა, რითაც კლუბი და მისი თანამშრომლები დაზარალდნენ. ეს ყველაფერი ჰორმონებზე მყოფი ჯუჯას გამო, რომელიც თავისი ცხოვრებით "ბარსას" წინაშეა ვალდებული".

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების (2:8) შემდეგ მედიაში დაიბეჭდა პონტის ჟერარდ პიკეზე ნათქვამი, რომელმაც განაცხადა, რომ "ბარსელონა" ყველა დონეზე გარდაქმნებს საჭიროებდა: "ასეთი რამ რომ თქვა, მეძავის უპრინციპო შვილი უნდა იყო".

მკითხველის კომენტარები / 13 /
და მესიმ ბარსას არაფერი არ მისცა შე ოდიოტო ? 770 თამაში ჩაატარა ბარსაში და გაიტანა 672 გოლი და გააკეთა 523 საგოლე პასი !! 10 ჯერ მოაპოვებინა ბარსას ესპანეთის ჩემპიონობა და 4 ჯერ ჩემპიონთა ლიგა 7 ჯერ ესპანეთის თასი 8 ჯერ სუპერთასი 3 ჯერ უეფას სუპერ თასი და კიდევ 3 ჯერ მსოფლუიოს საკლუბო ჩემპიონობა ! და მარტო მესის სახელით რეკლამით ნარსამ მილიარდ ნახევარი დოლარი რომ მოიგო მაგაზე რაღას იტყვი ? სხვა შემოსავლებზე არაფერი რომ არ ვთქვათ !
zura222
04:10 13-01-2023
2
"ძაღლები ყეფენ, ქარავანი კი მიდისო"! ასეა მესის მაკრიტიკელების საქმე!
თემო
22:21 12-01-2023
3

სიახლეები პოპულარული