"ჩვენი მშვენიერი ჯიქია "რეალის" სასტარტოში ითამაშებს" - ანზორი წინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
სსრკ-ის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, "სპარტაკის" კაპიტნის, გიორგი ჯიქიას ევროპაში თამაშის შანსები შეაფასა.

"ამ ზამთარს "სპარტაკიდან" წასვლას არავინ არ მოისურვებს. ჯერ ერთი, გუნდს უკვე ყველა შეეთვისა; მეორე - მიზნად ჩემპიონობა აქვთ დასახული, ეს ჩვენი გეგმაა; მესამე - ჩვენი ლეგიონერების დონე არც ისე მაღალია. რაც შეეხებათ ადგილობრივებს, მხოლოდ ჩვენს მშვენიერ ჯიქიას შეუძლია წავიდეს.

ვფიქრობ, გიორგი ესპანეთის ყველაზე არისტოკრატულ კლუბში ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, დონეს გაქაჩავს, "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.

ის მატჩებისას შეცდომებს არ უშვებს, თავიანი ბიჭია, კომუნიკაბელური. "რეალში" ისე იქნება, როგორც
სახლში. მიმაჩნია, რომ ეს ტრანსფერი შესაძლებელია. ან რომელიმე იტალიურ გუნდშიც გაამართლებდა", - ციტირებს კავაზაშვილს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯიქიას ნაირების ადგილი რეალში არ არის!
მურთო
17 იანვარი 2023 01:14
2
რატომ არ არის?
ბახტრიონი
17 იანვარი 2023 02:28
23
ვაი შენს პატრონს უბედუურს )))
Dato
17 იანვარი 2023 00:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული