ამასთან დაკავშირებით "სპორტ-ექსპრესი" "სამეფო კლუბს" დაუკავშირდა და ჰკითხა, მართლა აპირებენ თუ არა სპერციანის შეძენას.
"ვწუხვართ, მაგრამ ჩვენ ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებთ", - უპასუხა "რეალის" პრესსამსახურმა.
სპერციანი "კრასნოდარის" აღზრდილია, პირველ გუნდში დებიუტი 2021 წელს ჰქონდა, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 9 მილიონი ევროა.
ამ სეზონში მან კლუბში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე
გადაცემა გააკეთა.
მოკლეთ რა, გადაირევი კაცი, იქით მუდრიკი 100 მილიონი ღირსო, აქეთ სპერციანი. ადამიანურად შური კიარა, გული გეწვება ჩაკვეტაძის, კვეკვესკირის, კაშიას, კიტეიშვილის, ზივზივაძის და სხვა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების გამო, იგივე ვოლკოვის, და ვინ აღარ ჩამოვთვალო, უმდაბლესი სატრანსფერო ფასები. ამას გულისტკივილი მალაპარაკებს. კიდევ კარგი ეროვნული ჩემპიონატის დონე მაღლდება, წელს ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატია (რომლის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურა დაგვჩება!), ნაკრებმა თამაშის ხარისხი დახვეწა, ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით მომძლავრდნენ და ხვიჩამ გაიკვალა ევროპული გზა... ეს ყველა ჩვენთაგანს უნერგავს ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავლის იმედს!