BBC-ის ჟურნალისტი: "ჩელსიში" ზახარიანი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა

AutoSharing Option
ბრიტანელმა ჟურნალისტმა დაასახელა ერთადერთი პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში 19 წლის შემტევი არსენ ზახარიანი მოსკოვის "დინამოდან" "ჩელსიში" გადავა.

BBC-ის ჟურნალისტმა ბობ ჰოვარდმა თავდამსხმელ მიხაილ მუდრიკის "შახტარიდან" "ჩელსიში" გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი: "ჩემთვის ამ ტრანსფერის შეფასება ძნელია. დიახ, ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ 100 მილიონი არ ღირს. ამ ფასად მისი და არსენ ზახარიანის ერთად შეძენა შეიძლებოდა. ხურდაც დარჩებოდა.

მართალი გითხრათ, ზახარიანი ზოგიერთი მაჩვენებლით უკრაინელზე უკეთესია. უფრო ძლიერია, კრეატიულია, შესანიშნავი პასი აქვს. პერსპექტივაში "ჩელსისთვის" კარგი ნახევარმცველია. ვფიქრობ, ამ ზაფხულს მისი ლონდონურ გუნდში გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია
შესაძლებელი, თუ რუსეთის მოქალაქეობას სომხურით შეიცვლის.

მუდრიკი და ზახარიანი ერთ კლუბში? ძმები ბოულები იმდენად უცნაურ რამეებს აკეთებენ, არ გამიკვირდება, თუ ეს ორი ფეხბურთელი ერთ გუნდში აღმოჩნდება. "ჩელსის" ახალი მფლობელები ფულის უყაირათოდ ხარჯვით აჩვენებენ, როგორი "მმართველები" არიან. აბრამოვიჩისა და გრანოვსკის პერიოდში ასეთი რამეები არ ხდებოდა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩელსი რუსების გუნდია სინამდვილეში და ეს სომხეთის მოქალაქეობას თუ მიიღებს ვაი მაგის ტყავის ბრალი... ჩელსიში მიუკეტავენ საერთოდ, თუ არადა გაშლილი ხელებით და თბილი ღიმილით კი არ დახვდებიან დახვრიტავენ ჩამოკიდებენ საერთოდ. როგორც "მოღალატეს", მაგარი არ გაუმართლა ამ საცოდავს გამოუვალ სიტუაციაშია მაგარი. ჩელსის გარდა სხვა გუნდებს თუ დააინტერესებს და გაქაჩავს კი, მარა ჩელსის გარდა სხვა ვარიანტი რო არ აქ ეგაა უბედურება. და ჩელსი ისიც იმიტომ რომ რუსები ცდილობდნენ ჩუმად თავისიანების ხელოვნურად გაქაჩვას რახან რუსეთის ნაკრებში თამაშობს, და ეხლა ამან სომხეთის მოქალაქეობა თუ მიიღო ჩელსი კი არა დაუმთავრებენ კარიერას ეგრევე. ისევ ხვიჩას მიზეზით თუ დაინტერესდებიან სხვა ევროპული გუნდები და უშველიან რამეს თორე არა აქ სხვა საშველი
interscope
20 იანვარი 2023 09:50
6
რაც არუნდა რუსეთის ნაკრებში თამაშობდეს ეს ზახარიანი მოედნის ხედვით ტექნიკით პასის კულტურით 10 თავით ჯობს სწორხაზოვან ტიპიურ ვინგერ მუდრიკს. კარგად შეხედეთ ამ ორის ჰაილაითებს უბრალოდ აქ პოლიტიკის თემაა ის უკრაინელია და აიყვანეს ეს რუსია და ჯერ დასტოპენ ტრანსფერზე. დავიწყოთ იმით, რომ მუდრიკს საშინელი სტატისტიკა აქვს, თამაშობდე უკრაინის უსუსტეს ჩემპიონატში, იყო შახტარის ვინგერი და გქონდეს სულ რაღაც 27 გოლს + პასი, რბილად რომ ვთქვათ ძალიან სუსტი შედეგია. ხვიჩას მარტო ამ სეზონში აქვს 21 გოლს + პასი ნაპოლიში.
2. შეხედეთ მუდრიკის საგოლე პასებს. პრიმიტიული, ფლანგიდან დაგორებული საგოლე პასებია, დაახლოებით ისეთი, კრისწინა რო აკეთებდა. ანუ არანაირი მოედნის ხედვა და გამჭოლი პასების კეთების უნარი ამ ფეხბურთელს არ აქვს.
3. რაც შეეხება გოლებს, ძალიან ცოტა გოლი აქვს გატანილი და ისიც მაგარი პრიმიტიული. ერთი გოლი აქვს დრიბლინგით გატანილი, როცა 1 კაცი მოატყუა და 2 გოლი აქვს საჯარიმოს გარედან. სუსტი შედეგია რბილად რომ ვთქვათ.
4. და რაც ყველაზე მთავარია, ჯერ უკრაინის ნაკრებში გოლი არ აქვს გატანილი, არადა ხვიჩაზე უფროსია. კვარას კიდევ რა სტატისტიკა აქვს ნაკრებში, ყველამ კარგად იცით.
დადებითი მხარე ამ ფეხბურთელში ისაა, რომ ძალიან სწრაფია და ორივე ფეხით დარტყმა შეუძლია. Overall რო შევაფასოთ, ხვიჩამდე ახლოსაც ვერ მიდის. დღევანდელი მსოფლიოს სატრანსფერო ბაზარი რომ "მოვიკითხე" ხვიჩაში რო $10 მილიონი გადაიხადეს და მუდრიკში $100 მილიონი.
Charley
19 იანვარი 2023 23:22
9
ხვიჩა რუბინში რომ თამაშობდა, რა სტატისტიკა ჰქონდა?! 4 გოლი სეზონში?! მუდრიკი პრემიერლიგის სტილში კარგად ჩაჯდება. 100 მილიონი მეტისმეტია, მაგრამ ეგ ჩელსის მეპატრონეებმა იდარდონ.
ციციკორე
20 იანვარი 2023 13:46
0
ზახარიანის სტატისტიკა რატომ არ დაწერე? ორი ფეხბურთელის შედარებას აკეთებ, ერთს უწუნებ სტატისტიკას და მეორეს ამჯობინებ ისე რომ მისი სტატისტიკა არ მოგყავს
ხვიჩა
20 იანვარი 2023 10:08
2
ეს ხალხი რას ამტკიცებს თავისი "რუსობით" გაუგებარია. ხანდახან რაღაც უნდა დათმო რომ უკეთესი მიიღო. ჯიქიას წლების წინ შეეძლო ნაპოლიში გადასვლა, მაგრამ დღეს სადაცაა ყველა ვხედავთ. გონია რომ ბედნიერია, მაგრამ ყველა ბედნიერება უკან მოიტოვა. უბრალოდ შეეგუა ყველაფერს და დაკმაყოფილდა იმით რაც ქონდა. კიდე რამდენი მაგალითი უნდა იყოს საკმარისი რომ მომავალმა თაობებმა ჭკუა ისწავლონ. ამან მაინც არ დაიღუპოს თავი და ჩვენმა მარადიშვილმა, თორემ მსოფლიო ფეხბურთში შეუცვლელი არავინაა.უბრალოდ დრო ჩაანაცვლებს ამათ. ესენი უაზრო ტენდენციას არ დაარღვევენ მარტო. მეტი კავკასიელი ტოპ 5 ჩემპიონატში
Erling Haaland
19 იანვარი 2023 23:04
4
მეტი კავკასიელი რუსეთის გარეთ და "რუსული სამყაროს" გარეთ მერე გაეხსნებათ გონება
Kavkasieli
20 იანვარი 2023 09:23
3
რუსულ მოლოკო ნაჭამი რუსეთის ნაკრებში მოთამაშე სომეხი ეტირა ყოფა რუსეთი აღარ ყავს
Stalin
19 იანვარი 2023 21:28
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული