![](https://sportall.ge/pictures/image5/42f0a4b1314320342abc4eab75a34575.jpg)
იტალიელის აზრით, ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი "ნაპოლის" ნიგერიელი შემტევი ვიქტორ ოსიმენია.
"ვინ არის ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი სერია A-ში? ჩემი აზრით, ეს ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელი ძალიან შედეგიანია, თუმცა არამხოლოდ გოლების გამო.
ვიქტორი ყოველთვის სწორ პოზიციას ირჩევს და თანაგუნდელებისთვის მუდამ ხელმისაწვდომია", - განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.
შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 18 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.