"წლების განმავლობაში პორტუგალიელი იყო შეპყრობილი იმით, თუ რამდენი იყო არგენტინელის ანაზღაურება "ბარსელონაში". თუ მას არ შეეძლო ეთქვა, რომ საუკეთესო იყო, სულ მცირე, სურდა ყოფილიყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი.
ერთ-ერთ დაჯილდოებაზე მან კატალონიელთა იმჟამინდელ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს ჰკითხა, რამდენი იყო ლეოს ანაზღაურება, რაზეც "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა მიუგო, რომ ზუსტ რიცხვს ვერ დაუსახელებდა, თუმცა მესი მასზე 2-ჯერ მეტს იღებდა.
ამის შემდეგ კრიშტიანომ უკვე "სამეფო გუნდიდან" აბარგებაზე დაიწყო ზრუნვა. მას აგენტი
ამ ყველაფრის შემდეგ პორტუგალიელსა და ჟორჟე მენდეშს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ჯერ იყო "იუვენტუსში" არცთუ ისე კარგი სეზონები, შემდეგ კი წარუმატებელი ტრანსფერი და დაბრუნება "მანჩესტერ იუნაიტედში", - წერს გამოცემა.
საინტერესოა და სათქმელია ისიც, რომ "წითელი ეშმაკებიდან" აბარგებასა და რონალდოს ახლო აღმოსავლეთში წასვლაში მენდეშს წვლილი არ მიუძღვის, რადგან ის უკვე მისი აგენტი აღარ იყო.
მოგეხსენებათ, რონალდო ამჟამად "ალ-ნასრში" ბურთაობს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - ის სეზონურად 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
რეალში უნდა დარჩე მანამ სანამ არ გააგდებენ :) ეს არის მწვერვალი.
გათვლა ქონდა რომ იუვენტუსი იყო დიდი გუნდი და ალბათ თვლიდა რომ თუ იუვეს ლიგას მოაგებინებდა ამით დიდი სახელს მოიხვეჭდა მარა ვრ გათვალა რომ იუვე ყოფილა უბრალოდ ბებერი სინიოარა და არა დიდი გუნდი