მეუღლემ მისი ყველა ფოტო წაშალა - როგორია დანი ალვეშის ყოველდღიური ყოფა ციხეში

AutoSharing Option
El Periodico წერს, თუ როგორია "ბარსელონასა" და სხვა არაერთი ცნობილი კლუბის ყოფილი მცველის, დანი ალვეშის ყოველდღიური ყოფა ციხეში.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი წინასწარ პატიმრობაში სექსუალურ ძალადობაში ბრალდების გამო იმყოფება.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, 39 წლის ფეხბურთელს ციხეში არანაირი პრივილეგია არ აქვს. ის ჩვეულებრივი პატიმარივით ცხოვრობს 6 კვადრატულ მეტრ საკანში და მისდევს ყოველდღიურ რუტინას.

ბრაზილიელთან ერთად ზის კიდევ ერთი პატიმარი, რომელსაც ასევე მსგავსი ბრალდება აქვს. ეს არის ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რათა გაუადვილოს ალვეშს ადაპტაცია.

აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელის მეუღლე იოანა სანსმა სოციალურ ქსელში
ალვეშის ყველა ფოტო წაშალა.

მან ის ფოტოებიც ამოიღო, რომლებიც 2017 წელს წყვილის ქორწინებისას არის გადაღებული.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს გოგო ცნობილი ესპანელი მოდელია
0
იოვანა ისეთი ქალია რათქმა უნდა არ აპატიებს ალვეშს!!!
ანი
14:22 27-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული