ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიო მანდარინის თქმით, "ნაპოლი" ოსიმენის შემცვლელად "უდინეზეს" შემტევს ბეტოს დაიმატებს.
"იმ შემთხვევაში, თუ ოსიმენი გუნდს დატოვებს, "ნაპოლი" მხოლოდ რასპადორითა და სიმეონეთი არ დაკმაყოფილდება და მის შემცვლელს დაიმატებს, ისინი "უდინეზედან" ბეტოს დამატებას ეცდებიან" - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.
ბეტომ მიმდინარე სეზონში "უდინეზეს" მაისურით გამართულ 19 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
დი მარციო: "მანჩესტერს" ოსიმენში მინიმუმ 120 მილიონის გადახდა მოუწევს
"კვარაცხელია ოსიმენზე მნიშვნელოვანია" - განაცხადა ჟურნალიტმა და ყველაფერი განმარტა