"კვარაცხელია ოსიმენზე მნიშვნელოვანია" - განაცხადა ჟურნალიტმა და ყველაფერი განმარტა

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" მიმომხილველმა ანტონიო კორბომ რადიო "მარტეს" ეთერში "ნაპოლიზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდისთვის ვიქტორ ოსიმენზე უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია:

"ოსიმენი თუ კვარაცხელია, რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ქართველი, რადგან როდესაც ის თამაშობს, ნიგერიელის პოტენციალს აორმაგებს. ცენტრისკენ მოძრაობებით "კვარა" ოსიმენის პოტენციალს აძლიერებს, რადგან ამოუცნობი ფანტაზია აქვს, ინიციატივას იჩენს და მატჩის ბედს ცვლის. ამით ის ელიფ ელმასისგან ძალიან განსხვავდება.

თუ შემიძლია ჩემს თავს ამის უფლება მივცე, უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც "კვარა" არ თამაშობს, მის ნაცვლად სიმეონე უნდა ათამაშონ, რათა მან ოსიმენს ძალა მისცეს,
რაც სარგებელს მოუტანს. ზელინსკი ძალიან, ძალიან არასტაბილურია, მე მას ძირითად შემადგენლობაში არ დავაყენებდი.

"გარდიანის" ვერსიით მსოფლიოს 100 საუკეთესოს შორის "კვარა" ოსიმენზე ძლიერია? ამ რეიტინგს მთლიანობაში არ ვეთანხმები. მაგალითად, ლეაო მოცემულ მომენტში ერთ-ერთი იმედგამაცრუებელი მოთამაშეა, ინგლისური ტაბლოიდები კი მას "ნაპოლის" ტალანტებზე წინ აყენებენ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე ჩანს რომ ოსი ხვიჩას უმცროსი ძმასავით ექცევა რაც ფსიქოლოგიურად მაგრად ეხმარება.მარტო ის რად ღირდა პენალტის დროს ბურთი თავის ხელით მიაწოდა რომ სხვებს არ გაჩენოდათ სურვილი.
ამაშია საქმე
18:26 28-01-2023
0
ოსი-რუსი არ ჯობია? თან დედა სამშობლოს გაგახსენებს.
zura222-ს
12:15 28-01-2023
15

სიახლეები პოპულარული