ფაბრიციო რომანოს ცნობით, გუშინ "არსენალმა" ეკვადორელის სანაცვლოდ "თოლიებს" 65 მილინი ევრო შესთავაზა, თუმცა მეთოფეებმა უარი მიიღეს.
ფეხბურთელმა თავის "ინსტაგრამ" გვერდზე განცხადება გაავრცელა და "ბრაიტონის" ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ გუნდის დატოვების უფლება მისცენ.
კაისედოს შეძენას მეორე ლონდონური კლუბი - "ჩელსიც" ცდილობს, გრემ პოტერს საყრდენი ზონის გაძლიერება სწორედ ყოფილი შეგირდით სურს.
ეკვადორელმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება შეძლო.