ზახარიანი "ჩელსის" ნაცვლად შეიძლება "ფერენცვაროშში" გადავიდეს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, მოსკოვის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი არსენ ზახარიანი "ფერენცვაროშში" გადაბარგდეს, რომლის მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვია.

ბუდაპეშტური კლუბის სპორტული დირექტორი ტამაშ ჰაინალი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი "დინამოს" პრესსამსახურმა გააკეთა: "ამ თემაზე "ფერენცვაროშთან" მოლაპარაკება არ გვქონია. კონტრაქტის 15 მილიონ ევროდ ან სხვა ფასად გამოსყიდვა უნგრეთზე არ ვრცელდება. ჩვენ სეზონის საგაზაფხულო ნაწილში არსენის იმედი გვაქვს".

ადრე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზახარიანს "ჩელსი" ეპატიჟებოდა, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ოხ სასომხეთის გამყიდველი! ... ვაი ვაი ვაი ვაი Vაი
Havlabreli X#i maza Eli
07:37 01-02-2023
1
ინგლისში ჩელსის გარდა თუ არავის აინტერესებს ესეიგი არავის აინტერესებს, რადგან ჩელსიდან თვითონ რუსები ჩალიჩობდნენ ხელოვნურად ინგლისში ჩათრევა უნდოდათ
speci
07:34 01-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული