ზახარიანი "ჩელსის" ნაცვლად შეიძლება "ფერენცვაროშში" გადავიდეს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, მოსკოვის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი არსენ ზახარიანი "ფერენცვაროშში" გადაბარგდეს, რომლის მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვია.

ბუდაპეშტური კლუბის სპორტული დირექტორი ტამაშ ჰაინალი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი "დინამოს" პრესსამსახურმა გააკეთა: "ამ თემაზე "ფერენცვაროშთან" მოლაპარაკება არ გვქონია. კონტრაქტის 15 მილიონ ევროდ ან სხვა ფასად გამოსყიდვა უნგრეთზე არ ვრცელდება. ჩვენ სეზონის საგაზაფხულო ნაწილში არსენის იმედი გვაქვს".

ადრე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზახარიანს "ჩელსი" ეპატიჟებოდა, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზახარიანი მაღალი დონისაა.ფერენცვაროშისთვის ცოდვაა,მაგრამ ტრამპლინად გამოიყენებს.
ჯუჯი
22:41 31-01-2023
19
უწიათ რუსებს ცოდვებმა რამდენი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი დაბლოკეს და ინგლისიდან შემოთავაზებებს რომ უმალავდნენ. მაგათი ძედუშკის ნაჭამმა ტყემალმა მწარედ კბილები მოჭრათ
qartveli
07:30 01-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული