ზახარიანი "ჩელსის" ნაცვლად შეიძლება "ფერენცვაროშში" გადავიდეს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, მოსკოვის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი არსენ ზახარიანი "ფერენცვაროშში" გადაბარგდეს, რომლის მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვია.

ბუდაპეშტური კლუბის სპორტული დირექტორი ტამაშ ჰაინალი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი "დინამოს" პრესსამსახურმა გააკეთა: "ამ თემაზე "ფერენცვაროშთან" მოლაპარაკება არ გვქონია. კონტრაქტის 15 მილიონ ევროდ ან სხვა ფასად გამოსყიდვა უნგრეთზე არ ვრცელდება. ჩვენ სეზონის საგაზაფხულო ნაწილში არსენის იმედი გვაქვს".

ადრე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზახარიანს "ჩელსი" ეპატიჟებოდა, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ოხ სასომხეთის გამყიდველი! ... ვაი ვაი ვაი ვაი Vაი
Havlabreli X#i maza Eli
01 თებერვალი 2023 07:37
1
ინგლისში ჩელსის გარდა თუ არავის აინტერესებს ესეიგი არავის აინტერესებს, რადგან ჩელსიდან თვითონ რუსები ჩალიჩობდნენ ხელოვნურად ინგლისში ჩათრევა უნდოდათ
speci
01 თებერვალი 2023 07:34
1
უწიათ რუსებს ცოდვებმა რამდენი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი დაბლოკეს და ინგლისიდან შემოთავაზებებს რომ უმალავდნენ. მაგათი ძედუშკის ნაჭამმა ტყემალმა მწარედ კბილები მოჭრათ
qartveli
01 თებერვალი 2023 07:30
0
ზახარიანი მაღალი დონისაა.ფერენცვაროშისთვის ცოდვაა,მაგრამ ტრამპლინად გამოიყენებს.
ჯუჯი
31 იანვარი 2023 22:41
19
ამის მაგარი დონე არ გაიშვა. სომეხი ფეხბურთელი და მითუმეტეს კალარბურთელი არ არსებობს. კვარაცხელიას დროს გააპიარეს ეს სომხურმა ლობიმ რუსეთში. მაგრამ არავინ ჭამა. როგორც ამის მაგარი ფეხბურთი არავის უნახია.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
31 იანვარი 2023 23:10
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული