მოურინიო: "კრემონეზემ" სამართლიანად გაიმარჯვა, "ნაპოლისთან" კი...

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ თებერვალს, იტალიის თასის მეოთხედფინალში, "კრემონეზე" "რომას" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ რომაელთა თავკაცი ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა.

პორტუგალიელის თქმით, "კრემონეზემ" გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა "ჯალოროსის" "ნაპოლისთან" არ გაუმართლა.

"კრემონეზეს" დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. პირველ ნახევარში ცუდად გამოვიყურებოდით. მათ ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურეს.

წინ გრძელი სეზონია. რთული პერიოდი ნებისმიერ გუნდს აქვს. ნეაპოლში ბრწყინვალედ ვითამაშეთ და მარცხი არ დაგვიმსახურებია. სწორედ ამიტომ ვიყავი ამაყი სპალეტის გუნდთან წაგების შემდეგ. მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა მოურინიომ.

alt"ნაპოლის" შემდეგ ლოჩოშვილის "კრემონეზემ" თასიდან

"რომაც" გამოაგდო

altმოურინიო: "ნაპოლი" შევაშინეთ, სტადიონი გავაჩუმეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით



მკითხველის კომენტარები / 8 /
ე.ი. ამ კაცს ცოტა ფსიქიკური აშლილობა წირს: ძლიერ ნაპოლისთან წაგება შემთხვევითობა იყო, ხოლო სუსტ კრემონეზესთან კანონზომიერება!
წადი ბიჭო კოჭი სენიანებს გაუგორე!
პლეხანოვზე გაზრდილი
23:46 02-02-2023
0
შე ჟოზე შენა (ჟირაფი ჟოზე)!
მწვრთნელი
14:26 02-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული