"ჰათაისპორის" მწვრთნელი: გთხოვთ, დაგვეხმარეთ, აქ ყველაფერი ძალიან ცუდადაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთში მიწისძვრის შემდეგ "ჰათაისპორის" მწვრთნელმა ვოლკან დემირელმა სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელა და ლაპარაკისას ცრემლები ვერ შეიკავა.

"ჰათაიში ყველანი იხოცებიან. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, აქ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ვლოცულობ, რომ თქვენ ჩვენ ყველა შესაძლო დახმარება გამოგვიგზავნოთ", - თქვა თურქეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანგრევებში ასევე მოყოლილია "ჰათაისპორში" საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, განელი ლეგიონერი კრისტიან ატსუ და კლუბის სპორტული დირექტორი თანერ სავუტი. ნანგრევებიდან ამოიყვანეს ამავე გუნდის სამი ფეხბურთელი - ბურაკ ოკსიუზი, ბერგუტ ილდირიმი და კერიმ ალიჯი, აგრეთვე, სამწვრთნელო შტაბის წევრები ეკრემ ეკშიოღლუ და
ოსმან ატეში. საბედნიეროდ, ლობჟანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საწყლები
0
ლობჯანიძე როგორაა ნეტა?
ლაშა
21:44 06-02-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული