კვლავ ნაკრებს გაწვრთნის - კარლოს კეირუშმა ახალი სამუშაო იპოვა

AutoSharing Option
ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი კარლოს კეირუში კატარის ნაკრების დამრიგებლად დაინიშნა და კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

შრომითი ხელშეკრულების ფინანსური დეტალები არ საჯაროვდება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კეირუში ირანის ნაკრებს ედგა სათავეში და დაკავებული პოსტი მუნდიალის შემდეგ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს პორტუგალიელისთვის ზედიზედ მეექვსე ნაკრებია, რომლის მთავარ მწვრთნელადაც დაინიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული