რუსეთისკენ მსვლელობა დაიწყო - მოსკოვში პირველი ირანის ნაკრების თვითმფრინავი დაეშვა

AutoSharing Option
ირანის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე პირველი გუნდია, რომელიც რუსეთში ჩაფრინდა.

კარლოს კეირუში და მისი დელეგაცია მოსკოვში, "ვნუკოვოს" აეროპორტში, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე ჩაფრინდა.

"მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ნებისმიერი ირანელის ოცნება იყო. ჩვენ ამისთვის დიდი და თავგანწირული გზა განვვლეთ.

მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ვფიქრობ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ", - აღნიშნა კეირუშმა.

ირანის ნაკრები B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთის, პორტუგალიისა და მაროკოს ნაკრებები იქნებიან.

ხუთშაბათს, 7 ივნისს, რუსეთში პანამის ნაკრები ჩაფრინდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული