"დიდება რუსეთს" - ამ შეძახილის გამო "შახტარის" ფეხბურთელმა რუს ადამიანს ხელი გაარტყა და თავის ტვინის დაზიანება მიაყენა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარი" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებას გადის, სადაც ერთ-ერთ სასტუმროში ინციდენტი მოხდა.

უკრაინული გუნდის 21 წლის ფორვარდი დანილო სიკანი სასტუმროში იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა ნასვამმა რუსთა ჯგუფმა ის დონეცკური გუნდის მაისურით დაინახეს და "დიდება რუსეთს" სკანდირება დაიწყეს. 

ამის დანახვაზე სიკანმა ერთ-ერთ მათგანს დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც იგი ძირს დავარდა და შემდეგ თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრიცაა და მას თავისი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური 6 შეხვედრაში აქვს მორგებული.
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ გავს ქართველ სპორტსმენებს ოკუპანტების დროშით ფოტოსესია რომ მოაწყეს?!
ბექაა
21:10 09-02-2023
15
ტვინის დაზიანება მიაყენა?!სრული სისულელეა!ყველაფერი პირიქითაა!შეხედა დანილო სიკანმა,რომ იმ რუსს,ტვინი აშკარად დაზიანებული ჰქონდა და გასწორებას შეეცადა.დარწმუნებული ვარ,სულ ცოტა,ნაწილობრივი შედეგი მაინც ექნება და აღარასოდეს დაიწყებს უკრაინელების წინ სკანდირებას,დიდება რუსეთსო.
სოსო
21:06 09-02-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული