"უბრალოდ, გავიხუმრეთ" - მესის ძმამ თავისი განცხადება განმარტა

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ძმამ, მატიასმა, განაცხადა, რომ მისი განცხადება "ბარსელონას" შესახებ ხუმრობა იყო.

"მინდა, სოციალურ ქსელში ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება განვმარტო. მე, ჩემი შვილი და მეგობრები უბრალოდ ვხუმრობდით.

როგორ შემიძლია ასეთი რამ ვიფიქრო ისეთ დიდ კლუბზე, როგორიც "ბარსელონა" და მისი ისტორიაა?! გუნდზე, რომელმაც ამდენი მოგვცა მეც და ლეოსაც?

ჩვენთვის კატალონია მეორე სახლია და ეს ყველამ იცის. ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით, "ბარსელონას" გულშემატკივრებს", - დაწერა მატიას მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მატიასის წინა განცხადება ასე ჟღერდა:

"კატალონიური "სპორტის"
სათაური მახსოვს: "მესი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს". ჩვენ არ დავბრუნდებით, მაგრამ თუ დავბრუნდებით, მაგარ წმენდას მოვაწყობთ. კლუბის უმადურ პრეზიდენტ ლაპორტას მოვისვრით.

"ბარსელონა" ცნობილი მხოლოდ მესის წყალობით გახდა. ყველა "რეალზე" ლაპარაკობდა. ვისაც ბარსელონის ნახვის საშუალება გაქვთ, შეიხედეთ კლუბის მუზეუმში, ნახავთ, რომ ეს მესის მუზეუმია.

გულშემატკივრები ქუჩაში ლაპორტას გადაყენების და მესის დატოვების მოთხოვნით უნდა გამოსულიყვნენ. ესპანელები მოღალატეები არიან", - განაცხადა მატიას მესიმ Twitch-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბარსა ყველაზე ძლიერ მიყვარდა მანამდე, ვიდრე კატალონიელებმა დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით გამოსვლები არ დაიწყეს. აი მანდ დასრულდა ჩემი ამ კლუბის მიმართ პატივისცემა. მასლაჩენკომ თქვა ერთხელ "ენ ტე ვე"-ს პირდაპირ ეთერში ბარსას მორიგი ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვისას, რომ ბარსა ძველი თბილისის დინამოს სტილში თამაშობს!...
დიდწილად მესის დამსახურებაა ბარსას წარმატებები, რადგან მანამდე ბარსას ერთჯერ ჰქონდა მოგებული ლიგა შორეულ 1991 წელს. ასე რომ დეტალები არ ვიცი თუ რატომ წავიდა მესი ბარსადან, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო კლუბის მხრიდან საუკეთესო არჩევანი და არამგონია მესის სდომოდა ბარსადა წასვლა. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.
ლაშა
09 თებერვალი 2023 20:00
3
მასლაჩენკო არ იყო ეგ, უტკინი იყო 2011 წელს, აბიდალს რომ ააწევინა თასი პუიოლმა
დინამოელი
09 თებერვალი 2023 22:03
0
საქართველო რომ ცდილობდა დამოუკიდებლობას და საბჭოთაკავშირიდან გასვლას მაშინ თუ გქონდა საკუთარ თავზე ასეთი უარყოფითი წარმოდგენა როგორიც კატალონიელების მიმართ გაგჩენია?
გომორძგუა მარგალეფც
09 თებერვალი 2023 20:39
1
ბარსა არც მესით დაწყებულა და არც მესით მთავრდება,კლუბმა მესის ოჯახს დიდი დახმარება გაუწია და ეს ერთი უმადური ღორი არ უნდა გააჩუმოს ოჯახის რომელიმე წევრმა?სათქმელი თუ ვინმესა აქვს ეს მესიმ უნდა თქვას,მსოფლიოზე არგენტინის მეკარემ რა ქნა,ეხლა ამის უმადურობა დავიჯერო ამ ქვეყანაში ესეთი ხეპრე ხალხიცხოვრობს?
ვარლამა ბიძია
09 თებერვალი 2023 17:07
1
ხეპრეების მეტი რა არის საქართველოში, არ შეიძლება რამოდენიმე ხეპრეს გამო მთელი ქვეყანა შეურაწყო
@
09 თებერვალი 2023 20:02
1
ვარლამა! მესიმ თავისი დიდებული თამაშით და რამდენიმე წელი ბარსას თრევით "ვალი" დაუბრუნა ბარსას! პირიქ აქეთ აქვთ, მესის ვალი ამ უმადურებს, ერთი მესი არ დაეჭირა მხარი, ამ გასიებული ლაპორტასთვის ვნახავდით, რა ჩემს ფეხებსაც მოიგებდა არჩევნებში. მესის ძმას ვეთანხმები ყველაფერში.
ვარლამა ბიზია.
09 თებერვალი 2023 19:07
4
მესის ძმის ხუმრობაში, სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. დარწმუნებული ვარ ლეო დღემდე ნაწყენი და გულნატკენია ყველაზე. რა ლაპორტა
უნამუსოდ არ მოექცა ლეოს? კატალონიელებზე აღარაფერს ვიძახი, ერთი სეპარატისი ლენჩები გამოდგნენ.
გია
09 თებერვალი 2023 15:29
9
Rac arunda nawyeni yos leo tviton ityoda da ronaldos debivit mis sasqmels sxvas ar atqmevinebda amis shansi bevjrer hqonda,aman daago piri leom daketeo da bodishi moixada ;)
L.J .
09 თებერვალი 2023 16:52
0

სიახლეები პოპულარული