"გამიმართლა, რომ მათი თანაგუნდელი ვარ და არა მოწინააღმდეგე" - მერეტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მეკარემ, ალექს მერეტმა, Radio Kiss Kiss Napoli-ს ეთერში თავის თანაგუნდელებზე - ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა.

იტალიელის თქმით, იგი ბედნიერია, რომ ხვიჩასა და ვიქტორის თანაგუნდელია და მათ წინააღმდეგ თამაში არ უწევს.

"ბევრად უკეთესია იყო მათი თანაგუნდელი, ვიდრე მოწინააღმდეგე. ამ მხრივ გამიმართლა. ორივე მათგანი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, მათი შედეგიანობა ძალიან გვეხმარება. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება", - განაცხადა მერეტმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 56 ქულით სერია A-ს ლიდერია. სპალეტის გუნდი სერია A-ში მომდევნო მატჩს 12 თებერვალს "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45
საათზე გაიმართება.

alt"დე ლაურენტისი იტყუება, იტალიელი "კვარასაც" და ოსიმენსაც გაყიდის" - ფედელე

altდაიშლება თუ არა ოსიმენისა და კვარაცხელიას ტანდემი? - "ჩელსი" ტრანსფერში ლუკაკუს ჩართვას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 4 /
გეთანხმებით!ოსიმენი მარტო გოლების გამტანი არაა,მომენტებსაც ქმნის და მის ბურთთან შეხებას დააკვირდით,ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია.
თერჯოლელი
16:07 10-02-2023
1
ამ გუნდის ლიდერები არიან ლობოტკა კიმი და კვარაცხელია. დანარჩენები არიან უბრალო მოთამაშეები რომელთა შეცვლა შეიძლება უპრობლემოდ. ოსიმენი რამდენიხანი იყო ნაპოლიში და არაფერი გაუკეთებია და ახლა ვითომ რახაცა არის. სასაცილოა ამას კაცი რო ამბობ ესეგი საერთოდ აზრზე არ ხარ ფეხბურთის. ეს სამი ფეხბურთელი მოაცილე ამ ნაპოლის და მე შევხედავ ამათ თამაშს მერე . ისევ დაბრუნდებიან იმ სოფლურ პერიოდის დროს როცა ლიგის ჯგუფიდან ვერ გადიოდნენ. ან ეს ლეაუ ბიჭო რა გაპიარებულია იტალიაში თითქოს და ამან ლიგაზე დაგლიჯა ყველა და თან ჩემპიონატი მოიგო. ტიპიური უტვინო საშუალო დონის ფეხბურთელია და ძალიან ზარმაცი. მაგრა მიქარა 90 რო არ გაყიდა სიტიში თავის დროზე მილანმა. ახლა 50 თუ ვინმე იყიდის ფეხები უნდა უკოცნონ. ეს ოსიმენი კიდე 120 თუ არ გაყიდეს ამას მერე ამ ფასად არავინ იყიდის ეს უეჭველია. მანჩესტერი და ჩელსი მაგის გადამხდელები არიან და პსჯ კიდე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
12:27 10-02-2023
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული