კასანო: გეტყვით, რატომ ბრწყინავს "ნაპოლი"

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, მას სეზონის დაწყების წინ მიაჩნდა, "ბიანკონერის" "პარტენოპეიზე" ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ ნეაპოლელთა წარმატებაში მთავარი წვლილი 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ შეიტანა.

"მოდით, "იუვენტუსის" დაცვის ხაზით დავიწყოთ. მათ ამ პოზიციაზე ბრაზილიის ნაკრების 3 ფეხბურთელი ჰყავთ, ასევე - ლეონარდო ბონუჩი, რომელიც თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ნახევარდაცვაში ლეანდრო პარედესი, ადრიენ რაბიო და მანუელ ლოკატელი ნამდვილად კარგად ჟღერს. კიეზა იტალიის ნაკრების წამყვანი მოთამაშეა. "ბებერ ქალბატონს" ჰყავს დი მარია
და ვლაჰოვიჩი. მიმაჩნია, რომ სერბი ერლინ ჰოლანის შემდეგ საუკეთესო ახალგაზრდა თავდამსხმელია.

ფაქტია, ისინი საშინელ სეზონს ატარებენ, ამაში კი მთავარი დამნაშავე მასიმილიანო ალეგრია. სეზონის დაწყების წინ ვერავინ გაბედავდა იმის თქმას, რომ "ნაპოლის" შემადგენლობა ფურცელზე უფრო ძლიერი ჩანდა, ვიდრე "იუვენტუსის".

რა არის განხვავება სპალეტისა და ალეგრის შორის? ლუჩანო გენიოსია, იგი საწვრთნელ ბაზაზე 8 საათს ატარებს. მასიმილიანო ფეხბურთზე ნაკლებად ფიქრობს" - განაცხადა კასანომ.

alt"ოსიმენმა, სპალეტიმ და დე ლაურენტისმა "ნაპოლი" უნდა დატოვონ" - ფედელე აგრძელებს

altკასანო: ხვიჩამ ინსინიე ყველას დაავიწყა

altკასანო: "კვარა" და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა...

მკითხველის კომენტარები / 9 /
სპალეტის მაგარი წვრთნელობა არ გაიშვა. კვარაცხელიამ ასწავლა ამ ნაპოლი თამაში თორე ოსიმენი რაიმეს გამკეთებელი რო იყოს ან სხვები უკვე იზამდნენ . ის ბიჭი კიმი კიდე მიათრევს მაგრა დაცვას . სლუცკიზე კიდე ამობდნენ მაგარი წვრთნელიაო კაცო სანამ მიათრევდა კვარაცხელია. აბა ზოგს აქ სანიოლი მაგარი წვრთნელი გონია. არადა დარწმუნებული ვარ ვაისი მაგას ცოტა მაგრამ უეჭველი ჯობია. 3-0 მაროკოსთან და 0-1 კოსოვოსთან და 4-0 ესპანეთან ყველას ახლოს სანიოლის მაგარი წვრთნელობა კვარაცხელია რო არაა მაგრამ ეს რო გაიგო ონდავ უნდა ერკვეოდე ფეხბურთში და ანალიზს უკეთებდე ტვინით. სპალეტი არ იყო ისტერიკაში რო იყო კულიბალი არ წავიდეს კაცო თორე გუნდს დავტოებო. ახლა კიმი ისე თამაშობს რო მოაკეტია ამ ვითომ მ გენიოსია წვრთნელს ენა. სპალეტი რომელმაც სუფთათ წააგო თამაში ლეჩესთან და კრემენოზესთან იმის გამო რომ დაბალი დონის წვრთნელია. თორე კვრაცხელია როცა გყავს გუნდში ყველა ტოპ წვრთნელი მოგეგონება. იგივე ლობოტკა როგორ იჯდა სკამზე ნაპოლიში არ მესმის. ეს სპალეტი იყო გასაგდები ზაფხულში მაგრამ ხმერთმა გადმოხედა და კვარაცხელია მოვიდა გუნდში და ის კიმი. თორე ამ სპალეტის ამოარტყამდნენ პანჩურს ზამთრამდე ეს უეჭველია. და ვისაც ეს არ ესმის ფეხბურთის ბაიბურში არაა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
12:22 10-02-2023
81
ანტონიო ხვიჩა და ვიქტორი იგებენ სკუდეტოს რომ იცოდე და შემდეგ ლიგაზეც ბევრს შეუყვანენ,თუ არა და მაგასაც ვნახავთ,ეს ორი კაცი ალბათ ყველაზე უკეთ არიან შეთამაშებული ევროპაში და იცი რატომ?ორივე მხეცია და ამას ყოველ თამაშში ამტკიცებენ!!!
ზაზა
21:45 10-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული