რონალდოს 4 გოლი საუდის არაბეთში - ისტორიული შეხვედრა პორტუგალიელისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ალ-ნასრი" "ალ-ვეჰდას" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.

ოთხივე გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თავი 21-ე, მე-40, 53-ე და 61-ე წუთებზე გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა შიდა ჩემპიონატებში მე-500 გოლი გაიტანა.

"ალ-ნასრი" 16 თამაშის შემდეგ 37 ქულით გათამაშების ლიდერია, შემდეგ შეხვედრას 17 თებერვალს, "ალ-ტაავონთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რონალდოს ბრწყინვალე კარიერა ქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მესი არის ყველა დროის საუკეთესო, რონალდოს უდიდეს პატივს ვცემ. ერთი კია, საუდის არაბეთში გატანილი გოლები ვერანაირად ვერ ჩაითვლება ბრწყინვალე კარიერის რამენაირ გაგრძელებად, ამისთვის რონალდო როგორც მინიმუმ ევროპაში უნდა დაბრუნდეს. ეს მე მგონი მის ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემლებსაც უნდა ესმოდეთ. თორემ ისე ცუდი არ არის რომ გააქვს.
არტ
01:23 11-02-2023
1
რონალდო რომ უდიდესი ფეხბურთელია ორი აზრი არაა მართალი თქვა ამ ადამიანმა 50წლამდეც ითამაშებს ბაზარი არაა მაგრამ მესი მაინც ჯობია ყოველ შემთხვევაში მე მირჩევნია
კაკაო
22:44 10-02-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული