საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ალ-ნასრი" "ალ-ვეჰდას" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.
ოთხივე გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თავი 21-ე, მე-40, 53-ე და 61-ე წუთებზე გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა შიდა ჩემპიონატებში მე-500 გოლი გაიტანა.
"ალ-ნასრი" 16 თამაშის შემდეგ 37 ქულით გათამაშების ლიდერია, შემდეგ შეხვედრას 17 თებერვალს, "ალ-ტაავონთან" გამართავს.