"ზარიას" 28 წლის მცველმა ოლეგ დანჩენკომ ვარჯიშისას კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, - იტყობინება "ობოზრევატელი".
თურქულ შეკრებაზე ვარჯიში ზედმეტი დატვირთვების გარეშე მიმდინარეობდა, როდესაც დანჩენკომ გრძნობა დაკარგა და სამჯერ გაუჩერდა გული. ბედად, იქვე ავსტრიელი ექიმები იმყოფებოდნენ, რომელთაც მისი გადარჩენა შეძლეს.
ფეხბურთელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და შეიძლება ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს. ის 2019-21 წლებში "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად თამაშობდა.
"ზარიას" გულშემატკივრებმა დანჩენკო თავიანთი გუნდის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან ნაკრებში 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
2022 წლის იანვარში ავტოავარიაში დანჩენკოს მეუღლე
ვიკტორია გარდაიცვალა.