ინფორმაცია თავად მოთამაშის აგენტმაც დაადასტურა, მოგეხსენებათ, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ატსუს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
"კრისტიან ატსუ სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს" - დაწერა მისმა აგენტმა მურატ უზუნმეჰმეტმა "ტვიტერის" გვერდზე.
შეგახსენებთ, განელ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს: "პორტოს", "რიუ ავეს", "ჩელსის", "ვიტესის", "ევერტონის", "ბორნმუთის", "მალაგას", "ნიუკასლის", "ალ რაიდისა" და ბოლოს "ჰატაისპორის" ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის" ჩემპიონატის 22-ე ტურში "ჰათაისპორმა" სახლში "ქასიმფაშას" 5 თებერვალს 1:0 ატსუს მიერ 90+7-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.
ვიდეო: ozzie.ftbl (tiktok)