ლობჟანიძის თანაგუნდელი, კრისტიან ატსუ გარდაცვლილი იპოვეს

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს დილით თურქულმა მედიამ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, ცნობილი აფრიკელი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია თავად მოთამაშის აგენტმაც დაადასტურა, მოგეხსენებათ, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ატსუს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

"კრისტიან ატსუ სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს" - დაწერა მისმა აგენტმა მურატ უზუნმეჰმეტმა "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, განელ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს: "პორტოს", "რიუ ავეს", "ჩელსის", "ვიტესის", "ევერტონის", "ბორნმუთის", "მალაგას", "ნიუკასლის", "ალ რაიდისა" და ბოლოს "ჰატაისპორის" ღირსებას იცავდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის" ჩემპიონატის 22-ე ტურში "ჰათაისპორმა" სახლში "ქასიმფაშას" 5 თებერვალს 1:0 ატსუს მიერ
90+7-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.

ვიდეო: ozzie.ftbl (tiktok)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ გოლის ნახვის მერე კიდე უფრო დავრწმუნდი, რომ გარემო დაუნდობელია და ადამიანზე თითქმის არაფერია დამოკიდებული. ცხოვრება იღბალია, რომელიც ლატარიაში მოიგე. ნათელში იყოს შენი სული ძმაო, ძალიან დამწყდა გული...
Haaland
14:45 18-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული