უარი არგენტინას და გაბრაზება სკალონიზე - გარნაჩო ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს

AutoSharing Option
The Mirror-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ფორვარდმა ალეხანდრე გარნაჩომ ესპანეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

ის მადრიდში დაიბადა და ესპანეთის მოქალაქეა, თუმცა დედა არგენტინელი ჰყავს და ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს.

ახალგაზრდა თავდამსხმელს ჯერჯერობით არცერთ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა, თუ ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციას მოვიყვანთ, ალეხანდრომ არჩევანი "ფურია როხას" სასიკეთოდ გააკეთა. 

ფეხბურთელი "ალბისელესტეს" მწვრთნელ ლიონელ სკალონიზეა გაბრაზებული, რომელმაც 2022 წლის მუნდიალზე მის მაგივრად ტიაგო ალმადას უხმო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ ესპანეთშია დაბადებულ გაზრდილი,რა თქმა უნდა პირველ არჩევანად,ესპანეთს გააკეთებს.სამშობლოა,უფრო დალაგებული ქვეყანაა და მიუხედავად არგენტინელების ჩემპიონობისა,იმასაც ხვდება,რომ მესი,მომდევნო მუნდიალზზე,რომც იყოს,ისეთი ვეღარ იქნება,როგორიც ამ მუნდიალზე იყო.ესპანეთში კი,უკვე გამოცდილება მიღებული ისეთი ახალგაზრდობა იყრის თავს,რომ ეს თაობა,აუცილებლად გახდება მსოფლიოს ჩემპიონი.
სოსო
21:18 20-02-2023
2
Araa girsi argentinis nakrebis pormis tarebis...ori sami tamashi itamasha magal doneze ra dros misi msoplio chempionati iyo...
L.J .
13:28 20-02-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული