"ნაპოლიმ" ჟელინსკის შემცვლელი შეარჩია

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდის" ნახევარმცველის, მაჰმუდ დაუდის დამატებისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა ruhrnachrichten.de ავრცელებს.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ზაფხულში "ყვითლებთან" კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. იტალიური გამოცემების ცნობით, დიდი ალბათობით, "პარტენოპეის" ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი "ნაპოლის" დატოვებს და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, მის შემცვლელად კი აურელიო დე ლაურენტისი სწორედ დაუდს მოიაზრებს.

სირიული წარმოშობის ფეხბურთელი "დორტმუნდს" 2017 წელს "გლადბახიდან" შეუერთდა. 27 წლის მოთამაშემ "ფუტკრების" რიგებში ჯამში 97 მატჩი ჩაატარა, თავი კი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა. დაუდმა გერმანიის ნაკრების ღირსება 2-ჯერ
დაიცვა. 

altჟელინსკი ზაფხულში "ნაპოლის" დატოვებს

altჟელინსკიმ ხელფასის შემცირება იუარა - "ნაპოლიმ" მისი შემცვლელი შეარჩია

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლაც გაუგებარია გაგნიძეს რატომ არ აქცევენ შესაბამის ყურადღებას, დიდი პოტენციალის ფეხბურთელია და სულ მალე დიდი მომავალიც ექნება
გია
11:51 07-03-2023
0
დაუდი კი არა გაგნიძე წაიყვანონ მოსკოვის დინამოდან ! გაგნიძეს კოჭებში ეტყობა რომ უნიჭიერესია მაგარი მებრძოლია და ლობოტკასთან ერთად უმაგრეს ცენტრს შექნიან და თანაც კაპიკებში წაიყვანენ და ამით დიდ რისკს არ გაწევენ დიდ ფულს არ დაკარგავენ თუ ვერ გაამართლებს ! მიდი ჯუნტოლიი კიდევ ერთხელ გააკვირვე იტალია და ევროპა ახალი გენიალური ტრანსფერიით !!
zura222
18:15 23-02-2023
0

სიახლეები პოპულარული