სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. გადაწყვეტილების შესახებ 36 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებს პლატფორმა "ტვიტერის" მეშვეობით აცნობა.

"დღეს დილით ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემ გამოყენებას აღარ აპირებს, მიუხედავად სპორტული სათამაშო ფორმისა და კონდიციებისა. სამწუხაროდ, ეს დასასრულია. მეგონა, ეს გზა უფრო გრძელი იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი სევდიანია, თუმცა თქვენი მხარდაჭერის გამო მადლიერი ვარ, ნაკრებს თავაწეული ვემშვიდობები. ამაყი ვარ, რომ მე ვარ ესპანელი ფეხბურთელი ყველაზე მეტი მატჩით ნაკრებში" - წერს რამოსი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, სერხიო
რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩი ჩაატარა და 23 გოლის გატანა მოახერხა. მან "ფურია როხასთან" ერთად 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2008/2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

altრონალდო და რამოსი კვლავ ერთად? - ვეტერანი ესპანელი თავის მომავალს მალე გადაწყვეტს

altრამოსი მუნდიალზე არ წაიყვანეს - "ბოროტმოქმედი" და შექსპირის პერსონაჟი, რომელსაც თამაში 40 წლამდე სურს

altსერხიო რამოსი მზადაა "რეალის" წინააღმდეგ სასიკვდილოდ იბრძოლოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
რამოსმა კი არ დაანება, ნაკრებს დაუნებებია რამოსისთვის თავი, საწყენია
Grisha
20:42 24-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული