"იუნაიტედის" სკაუტები "ნაპოლის" თამაშს დაესწრნენ - ვინ სურს ტენ ჰაგს

AutoSharing Option
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისა" და "აინტრახტს" შორის გამართულ მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები დაესწრნენ, ამის შესახებ ინფორმაცია გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" "პარტენოპეის" შემტევს ვიქტორ ოსიმენს აკვირდებიან.

შეგახსენებთ, ბრიტანული გამოცემების ცნობით, "მანკუნიანელთა" თავკაცს, ერიკ ტენ ჰაგს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ყველაზე მეტად სწორედ ნიგერიელის დამატება სურს.

Sky Sports-თან ინტერვიუში, "იუნაიტედის" ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ "მანჩესტერმა" ოსიმენი აუცილებლად უნდა შეიძინოს.

შეგახსენებთ, ვიქტორმა "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 19 გატანილი გოლითა
და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ემპოლის" კვარაცხელია და ოსიმენი არ შეუტევენ? - რას აპირებს სპალეტი 25 თებერვლის მატჩისთვის

alt"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა

alt"ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს, მაგრამ კვარა..." - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა


მკითხველის კომენტარები / 3 /
ვფიქრობ პრემიერლიგაში სათამაშოდ ხვიჩა ჯერ არ არის მზად, ოსიმენი კი, იმიტომ რომ ფიზიკა, სირბილი და პრესინგი იქ აუცილებელი მოთხოვნაა, სხვანაირად ჩაიკარგება და შეცვლებზე თუ შევა, გაიხსენეთ გაცილებით ძლიერი( ფიზიკით) შევჩენკო ჩელსიში, სხვებიც . ეს რეალობაა თუ გათვითცნობიერებული ხარ.
გუსანი
19:28 28-02-2023
0
ბიზნესი გახადეს. ოსიმენი ბედნიერია ნაპოლში თამაშით მაგრამ ეხლა მანიუ იმდენ თანხას შესთავაზებს ოსის და ნაპოლს უარს ვერ იტყვიან. მერე მანიუს შესთავაზებს პსჟ და ასე იყრის თავს ყველა კარგი ფეხბურთელი სიტიში პსჟში და ფულიან გუნდებში. რონალდოს შეიძლება ალნასრი განაგონიც არ ქონოდა სანამ გადავიდოდა
ტოტტი
13:19 25-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული