"ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს, მაგრამ კვარა..." - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენი "პარტენოპეის" დატოვებს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

"ჩემი აზრით, ვიქტორ ოსიმენი სეზონის ბოლოს "ნაპოლის" დატოვებს, რადგან ინგლისური კლუბები მას ხელფასის სახით წელიწადში 15-16 მილიონ ევროს შესთავაზებენ, სამაგიეროდ გუნდში კიდევ ერთი სეზონით ხვიჩა კვარაცხელია დარჩება" - განაცხადა კასანომ.

"ნაპოლი" 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი "ინტერი" 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ "უდინეზეს" უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ
მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.

altსპალეტი: "სასუოლო" "კვარას" წყალობით დავამარცხეთ

alt"სერია A მათ არ იმსახურებს" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში

altკვარაცხელიას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაი თქვენს პატრონს ყოვებო . . . , კვარას "დონ კვარას" ან "დონ ხვიჩას" მალე დაუძახებთ, განსაკუთრებით იუმორის ვერ გამგები "ჭყონ-თავები".
უკაცრავად შეპასუხებისათვის - თქვენი: ვაჟა მასწავლებელი
დედა ენის არ წამკითხველი და არ მცოდნე ალბათ ბევრ დაცინვას "იტანს".
00:59 20-02-2023
0
ვაჟა,ზედმეტებში ნუ გადაიჭრები,ხვიჩა ჯერ ახალგაზრდაა და არაა საჭირო ასეთები.
status quo
13:14 19-02-2023
1

სიახლეები პოპულარული